ორსული დედოფალი შვილთან ერთად მსახურების თვალწინ დაიხრჩო, ისინი იქვე იყვნენ და უბრალოდ უყურებდნენ - რატომ არ გადაარჩინეს მათ ახალგაზრდა დედა-შვილი?? - მშობლები

ორსული დედოფალი შვილთან ერთად მსახურების თვალწინ დაიხრჩო, ისინი იქვე იყვნენ და უბრალოდ უყურებდნენ - რატომ არ გადაარჩინეს მათ ახალგაზრდა დედა-შვილი??

2023-04-27 13:27:33+04:00

ალბათ, ბავშვობიდან ყველას გვასწავლიან, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ და შევეცადოთ, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ. თუმცა, ხშირად ადამიანებმა პირველადი დახმარების შესახებ ბევრი არაფერი იციან და განსაცდელის წინაშე, ვიდრე პროფესიონალები მივლენ დასახმარებლად, სრულიად უმწეოდ გამოიყურებიან. არიან ადამიანები, გმირები, რომლებიც სხვების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ თავს სწირავენ და იღუპებიან. მსგავსი ისტორიები ბევრია.

ამბავი, რომელიც დღეს უნდა გიამბოთ, ტაილანდში, 1880 წლის გაზაფხულზე მოხდა. სიამის მეფის ახალგაზრდა ცოლი, სუნანდა, ნავით წყალში მიცურავდა. ნავი ბადეებით იყო შემოსაზღვრული და მსახურებიც უკან მიჰყვებოდნენ.

19 წლის დედოფალს გვერდით 2 წლის ქალიშვილი ეჯდა, ხოლო მუცლით კიდევ ერთ ბავშვს ატარებდა, რომელიც შესაძლოა, მომავალი მეფე გამხდარიყო. შესანიშნავი ამინდი იყო და ქალიც ბუნებით ტკბებოდა.

ერთ-ერთ ადგილზე აღმოჩნდა, რომ ძლიერი დინება იყო. მხოლოდ დახელოვნებულ ნიჩბოსნებს შეეძლოთ, რთულ სივრცეში უსაფრთხოდ გაევლოთ. ნავმა დინებასთან გამკლავება ვერ შეძლო და ნელ-ნელა ჩაძირვა დაიწყო.

2-1682587741.jpg

მსახურებმა მაშინვე აურზაური ატეხეს, ყვიროდნენ, კიოდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი წყალში არ გადახტა დედოფლის და მისი შვილის დასახმარებლად. საქმე კი ის გახლდათ, რომ სიამის კანონების მიხედვით, რიგით მოკვდავებს სამეფო პირებთან შეხება კატეგორიულად ეკრძალებოდათ. ეს დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ, დედოფლის, მისი ქალიშვილისა და ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის სიცოცხლის თავის გაწირვა მსახურებიდან არც ერთმა არ მოინდომა... მათ დედოფალს რამდენიმე მაშველი საშუალება, რაც ხელთ ჰქონდათ, გადაუგდეს, თუმცა სუნანდა წყალში ჩაიძირა და დაიხრჩო, შვილთან ერთად.

სასოწარკვეთილმა მეფემ ორსული მეუღლისთვის ულამაზესი მარმარილოს ძეგლი დაამზადებინა და ის ახლაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად ითვლება.

siama-3-1682589345.png

კიდევ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც მსახურებმა ახალგაზრდა დედოფალი არ გადაარჩინეს. იმ დროს გავრცელებული იყო ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, იმ ადამიანის გადარჩენა, რომელიც იხრჩობოდა, დიდ უბედურებას მოიტანდა, რადგანაც, დიდ ძალებს ადამიანის იმქვეყნად წაყვანა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ და თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგებოდა, მკაცრად დაისჯებოდა. ასე რომ, შეშინებულ მსახურებს ორი ძლიერი არგუმენტი ჰქონდათ და აი, ასე, უბრალოდ იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იხრჩობოდა მათი დედოფალი.