"ხანდახან მგონია, რომ საზიზღარი დედა ვარ... ჩემი შვილი დიდხანს არ ლაპარაკობდა და მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო... ქმართან სულ ვჩხუბობ... თუმცა მგონია, რომ ჯობია ვიყო მართალი და არა შელამაზებული, რადგან სხვა ჩემნაირი ქალებიც მიყურებენ..." - ნუკი კოშკელიშვილი - მშობლები

"ხანდახან მგონია, რომ საზიზღარი დედა ვარ... ჩემი შვილი დიდხანს არ ლაპარაკობდა და მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო... ქმართან სულ ვჩხუბობ... თუმცა მგონია, რომ ჯობია ვიყო მართალი და არა შელამაზებული, რადგან სხვა ჩემნაირი ქალებიც მიყურებენ..." - ნუკი კოშკელიშვილი

2023-04-27 20:58:57+04:00

"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საუბრობს იმაზე, როგორ გახდა მოდელი, როგორ მიილტვოდა იდეალურობისკენ და როგორ აღმოაჩინა მშობიარობის შემდეგ, რომ ჯობდა, ყოველგვარი ფოტოშოპის და იდეალურობის გარეშე, მართალი ყოფილიყო გამომწერებთან, სხვა დედებთან. მისი თქმით, ამ გულწრფელობამ და თავისი ცხოვრების შეულამაზებლად წარმოჩენამ, გაცილებით მეტი სიყვარული და პოზიტიური გამოხმაურება მოუტანა, რადგან ის მიიღეს თავისიანად - ის ხომ ჩვეულებრივი დედაა, რომელიც ღელავს დედობაზე და აღზრდის მეთოდებზე; ცოლია, რომელიც ჩხუბობს ხოლმე მეუღლესთან; ებრძვის წონას და ეძებს სხვადასხვა მეთოდს იმისთვის, რომ იყოს ფორმაში და ა.შ., ანუ არის ჩვეულებრივი ქალი, როგორც ყველა და ამიტომ უფრო მისაღები ყველასთვის.

ნუკი კოშკელიშვილმა დედის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
რამდენიმე დედა აღარ მესალმება... თავში ავარდნილი ქალი ვგონივარ... ვერ ხვდებიან, რატომ ვიპრანჭები ასე... არადა, სავარაუდოდ ყველაზე ღარიბები ვართ იმ სკოლაში - ნუკი კოშკელიშვილის მხიარულ წამოწყებას გაგრძელება მოჰყვა