მაისში, გაზაფხულის ყველაზე თბილ თვეში დაბადებული ბავშვები,ბუნებისგან საჩუქრად თვისებების მთელ ნაკრებს იღებენ. წელიწადის ამ დროს ყველაფერი გაფურჩქნილია და თვალს ულამაზესი ფერებით ახარებს. მაისში კუროსა და ტყუპების ნიშნების წარმომადგენლები იბადებიან. კურო ვენერას მფარველი პლანეტაა, რომელიც სილამაზეზე, რომანტიკაზე და მატერიალურ სიმდიდრეზეა "პასუხისმგებელი". ტყუპები, რომლებსაც მერკური მართავს, მხატვრული ნიჭითა და სხვების მოხიბვლის უნარით გამოირჩევიან. ორივე ნიშანი დაჯილდოებულია სილამაზის გრძნობით, კარგი გემოვნებით და ლაღი პიროვნებით. და, მაშასადამე, მაისის ბავშვების სახელიც შესაბამისი უნდა იყოს - ჟღერადი, უჩვეულო, დასამახსოვრებელი. თუ ბავშვს მაისში ელოდებით, მაგრამ მისთვის სახელი ჯერ არ შეგირჩევიათ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას.
მაია - ლათინურად „მაისში დაბადებულს“ ნიშნავს. ამ სახელის მფლობელები დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც ბუნებამ ნიჭით და შეუპოვრობით დააჯილდოვა. ამ სახელის მამრობითო ფორმაა მეისი.
ანბელი - მასაც ლათინური ფესვები აქვს, რომელიც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო პოპულარული. თარგმანში ნიშნავს ”საყვარელს”, ”მომხიბვლელს”. ეს ლამაზი სახელი ძველ მწერლებსა და პოეტებს ძალიან უყვარდათ. მოფერებითი და ამ სახელისგან წარმოებული ფორმებია: ბელი, ანაბელა, ანაბელინდა, ანებელი.
ვიტალი - ლათინურად ნიშნავს "სასიცოცხლოს", სიცოცხლისთვის საჭიროს. აქედან ვიტამინი - "სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერება"
თომა - ძველი ებრაულად "მარჩბივი" ანუ ტყუპის ცალი,ტყუპთაგან ერთ-ერთი.
ლაშა - "ნათელი", "შუქი". ლაშარი სალოცავია ფშავ-ხევსურეთში, ალაშარა აფხაზურად "სინათლეს" ნიშნავს. ლაშა კავშირშია ამ სიტყვებთან, იგი მომდინარეობს წარმართული ღვთაების სახელისაგან.
ითვლება, რომ ბავშვი წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა, ვისი სახელობის დღესაც დაიბადება. ამიტომ სახელის დარქმევისასაც მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება. გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც მაისს უკავშირდება.
1 მაისი: ღირსი იოანე, ღირსი ბასილი რატიშვილი.
2 მაისი: წმ. გიორგი აღმსარებელი, ღირსი იოანე.
3 მაისი: ღირსისა თეოდორე ტრიქინა, ანტიოქიელი პატრიარქები წმინდა გრიგოლი და ანასტასი სინელი, ღირსისა ანასტასია.
4 მაისი: მღდელმოწამე ექვთიმე (შარვაშიძე), მოწამენი თეოდორე პერგიელი და დედა მისი ფილიპია.
5 მაისი: მოციქულნი ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი; ღირსი ვიტალი.
6 მაისი: ხსენება წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულთმოქმედისა გიორგისა, მოწამე ალექსანდრა დედოფალი.
7 მაისი: მოწამე საბა სტრატილატი, ღირსი თომა სალოსი, ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი.
8 მაისი: წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი;
9 მაისი: მღვდელმოწამე ბასილი, წმინდა სტეფანე.
10 მაისი: მოციქული სვიმეონი.
11 მაისი: მოციქული იასონი, მოწამე მაქსიმე, მოწამენი ევფრასი, მამია, ზენონი, ნეონი და ვიტალი.
12 მაისი: ანდრია პირველწოდებული, წმ. ვასილი ეპისკოპოსისა, მოწამე იოანე.
13 მაისი: მოციქული იაკობ ზებედე, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი.
14 მაისი: კეთილმორწმუნე ქართველთა მეფე თამარი, წმ. ზოსიმე II.
15 მაისი: წმ. მენელსაცხებლე დედანი - მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპა, სალომე, იოანა, მართა და სხვანი, მართალი იოსებ არიმათიელი.
16 მაისი: ღირსნი მიქაელ და არსენ ულუმბოელთა, მოწამენი ტიმოთე და მავრა, ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი.
17 მაისი: მოწამე პელაგია, მღვდელმოწამე სილვანე.
18 მაისი: დიდმოწამე ირინე.
19 მაისი: მართალი იობ მრავალვნებული.
20 მაისი: ღირსი იოანე ზედაზნელი და ათორმეტნი მოწაფენი მისნი: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი; მოწამე აკაკი ასისთავი.
21 მაისი: წმ. მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი, ღირსი არსენი დიდი.
22 მაისი: მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა, წინასწარმეტყველი ესაია, მოწამე ქრისტეფორე.
23 მაისი: მოციქული სიმონ მოშურნე, ღირსი ისიდორა სალოსი; ნეტარი ტაისია.
24 მაისი: ნეტარე ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული; მოციქულთა სწორნი მეთოდე და კირილე.
25 მაისი: წმ. გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი.
26 მაისი: ღირსი ექვთიმე ათონელი, წმიდანნი გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინე და შვილნი მათნი.
27 მაისი: მოწამე ისიდორე, მოწამე მაქსიმე, ღირსი სერაპიონი.
28 მაისი: ღირსი პიროს ბრეთელი.
29 მაისი: ღირსი თეოდორე განწმენდილი; მღვდელმოწამე ალექსანდრე, გიორგი II, მიტილენელი ეპისკოპოსი.
30 მაისი: მოციქული ანდრონიკე და წმიდა იუნია; წმ. სტეფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი.
31 მაისი: მოწამენი დავით და ტარიჭანი; მოწამე თეოდოტე ანკვირელი და მოწამენი შვიდნი ქალწულნი: ალექსანდრა, ტეკუსა, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე; მოწამენი სვიმეონი, ისააკი, ირაკლი.