"მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ვერ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს ოჯახს სრულყოფილს გახდიდა... ყველა ქალი და დედა იმსახურებს, ჰქონდეს გაწონასწორებული ცხოვრება და ჯანსაღი ფსიქიკა" - თი მაჭავარიანი - მშობლები

"მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ვერ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს ოჯახს სრულყოფილს გახდიდა... ყველა ქალი და დედა იმსახურებს, ჰქონდეს გაწონასწორებული ცხოვრება და ჯანსაღი ფსიქიკა" - თი მაჭავარიანი

2023-04-30 14:37:27+04:00

ცნობილი ინფლუენსერი და ბლოგერი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, არაერთხელ აღნიშნავს, რომ იპოვა ის ბედნიერება, რომელსაც ეძებდა. და სურს მარტოხელა დედებისთვის იყოს მაგალითი, არ დაყარონ ფარ-ხმალი და თუ ერთხელ არ შედგა მათი პირადი ცხოვრება, არ იფიქრონ, რომ ყველაფერი დასრულდა.

"მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ვერ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს ოჯახს სრულყოფილს გახდიდა, თუმცა ახლა მადლობას ვუხდი სამყაროს იმ ძალისთვის, რაც მე და ჩემს შვილებს გამოგვიგზავნა!

მინდა, რომ ყველა მარტოხელა დედას ვუსურვო სტაბილურობა და სიმშვიდე. არც ერთი ქალი, დედა არ იმსახურებს, საკუთარ მხრებზე გადაიტაროს ის ტვირთი და სიმძიმე, რაც მარტოხელა დედებს უწევთ.

ყველა ქალი და დედა იმსახურებს, ჰქონდეს გაწონასწორებული ცხოვრება და ჯანსაღი ფსიქიკა საკუთარი თავისთვის და შემდეგ შვილებისთვის!

მარტოხელა დედები ძალიან ძლიერები არიან! ყველას განსაკუთრებულად ვაფასებ! გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი რომელიც ყველა ასპექტში დაგაბალანსებთ... ხოლო იმ ქალებს, რომლებსაც მარტო ყოფნა ურჩევნიათ და არ სჭირდებათ დამატებითი ძალა ბალანსისთვის - kudos to you! ძალიან ყოჩაღები ხართ და კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს გისირვებთ!

დაე ყველა ქალი და დედა იყოს მშვიდი და ბედნიერი".

machavariani-1682916618.jpg

machavariani3-1682916618.jpg

machavariani5-1682916618.jpgmachavariani1-1682916618.jpg

სანამ გაიცნობდა, ძალიან ნერვიულობდა, “როგორ მიმიღებენ?” ზღაპრის გმირი მგონია ჩემი თავი მის გვერდით... - თი მაჭავარიანის ოჯახური ბედნიერება
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი! არ შემიძლია მარტო ყოფნა - როგორ ჩაიარა თი მაჭავარიანის ჯვრისწერამ