ის მამაკაცები, რომლებზეც ამ სტატიაში მოგიყვებით, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები იყვნენ, თუმცა, როგორც ამბობენ, საშინელი ხასიათი ჰქონდათ და ოჯახური ცხოვრებაც უჭირდათ:
დიდმა ფიზიკოსმა თავისი პირველი მეუღლისთვის სპეციალური სია და განრიგი შეადგინა, რაც მათ ურთიერთობას არეგულირებდა. ალბერტს სურდა, მეუღლესთან გაუარესებული ურთიერთობა გაეუმჯობესებინა, რომ მათი კონფლიქტით შვილები არ დაზარალებულიყვნენ. მაგრამ, ყველაფერი პირიქით გამოვიდა. ქორწინების მე-11 წელს აინშტაინისაგან მეუღლემ, მილევა მარიჩმა მთელი სია მიიღო, რის გაკეთებასაც ქმარი სთხოვდა.
სიაში პირველ რიგში ეწერა, რომ ქალი ყოველდღიურად უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ნივთები და თეთრეული მოწესრიგებული იყო, დღეში სამჯერ ალბერტისთვის საკვები უნდა მიეწოდებინა. ასევე, ევალებოდა, რომ ბავშვების თანდასწრებით მეუღლე არ დაემცირებინა. უფრო მეტიც, აინშტაინმა ცოლს გამოუცხადა, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა არ ექნებოდა და სექსის არქონის გამო, ქალს პრეტენზია ან საყვედურები არ უნდა გამოეთქვა. მარიჩი უნდა შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მისი ქმარი სახლში ხშირად არ იქნებოდა და მაშინაც კი, თუ სახლში იქნებოდა და მოისურვებდა, რომ ქალი სასწრაფოდ გასულიყო საძინებელი ოთახიდან, მას ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი შეკამათების გარეშე, უნდა შეესრულებინა.
ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ეს ქორწინება განქორწინებით დასრულდა.
ფროიდის დიდი თაყვანისმცემელი და მოსწავლე კარლ გუსტავ იუნგი მხოლოდ ერთხელ იყო ოფიციალურად დაქორწინებული და 50 წლის განმავლობაში კანონიერ მეუღლესთან ერთად იცხოვრა. ემა რაუშენბახმა მეუღლეს 5 შვილი აჩუქა, თუმცა, ის ამ ქორწინებაში უბედური იყო. დიდ ფსიქოლოგთან ცხოვრება ზღაპარს საერთოდ არ ჰგავდა.
როგორც ამბობენ, იუნგი ინტიმურ ურთიერთობებს იკვლევდა და მასთან მისულ პაციენტებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ერთ-ერთი ასეთი პაციენტი იყო საბინა შპილრეინი, რომელსაც იუნგი განსაკუთრებით დაუახლოვდა. კიდევ ერთი პაციენტი, რომელთანაც ფსიქოლოგს ურთიერთობა ჰქონდა, ანტონია ვოლფი იყო. იუნგი კოლექტიური არაცნობიერის თემაზე მუშაობდა და სექსუალობის "მისტიკურ" მნიშვნელობას იკვლევდა.
კარლ გუსტავ იუნგი არა მხოლოდ დაჟინებით ურჩევდა თავის პაციენტებს პოლიგამიას, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, ადამიანს უამრავი დაავადებისა და დარღვევისგან კურნავდა, არამედ ამ მეთოდს ცხოვრებაში თავადაც ხშირად იყენებდა.
დიდ ფიზიკოსს სჯეროდა, რომ ქორწინება და სიყვარული შეუთავსებელია. ამიტომაც, საყვარელ ქალს, კორას ეუბნებოდა, რომ მათი ურთიერთობა ქორწინებით არ უნდა გაეფუჭებინათ. მეცნიერს ძალიან ეშინოდა იმის დაკარგვის, რასაც ყველაზე მეტად აფასებდა მსოფლიოში - ეს პიროვნული თავისუფლება იყო. მაგრამ, იგი მაინც დაქორწინდა... თუმცა, იქამდე მომავალ ცოლს მკაცრად განუცხადა, რომ სხვა ქალებს არასდროს შეედარებოდა და არც საყვარლებზე იეჭვიანებდა.
როდესაც კორა ორსულად იყო, ფიზიკოსმა მას უთხრა: "კორაჩკა, შენთან ძალიან კარგი ამბით მოვედი! ამაღამ სახლში მარტო არ დავბრუნდები. ჩემთან ერთად ერთო გოგონა იქნება. მშვიდად იჯექი კარადაში, როგორც თაგვი ხვრელში, ან საერთოდ გადი ოთახიდან. შეეცადე, ერთმანეთს არ შეხვდეთ, რადგან შესაძლოა, ამან მისი შეშფოთება გამოიწვიოს."
ქალი, რა თქმა უნდა, ოთახიდან გავიდა, მაგრამ თავად ლანდაუ ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ეს მისთვის პრობლემა.
როგორც ცნობილია, მოდილიანი არალეგალურ ნივთიერებებს იყენებდა და საკუთარ ცხოვრებას ნელ-ნელა ანადგურებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისი არჩევანი იყო. ცხოვრების განმავლობაში უამრავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა მხატვარს განსაკუთრებული ეგოიზმი ახასიათებდა. მისმა ოფიციალურმა მეუღლემ ჟანა ებიუტერნმა მოდილიანთან ერთად ცეცხლსა და წყალში გაიარა და უამრავი ტანჯვა შეხვდა, დაუპირისპირდა საკუთარ მშობლებსაც, რომლებსაც მოდილიანი არ მოსწონდათ, შეეგუა მის ახირებებს და საკუთარი თავისუფლება, ფაქტობრივად, ამედეოს შესწირა.
გარდაცვალებამდე მხატვარმა ცოლი თავისთან მიიწვია და უცნაური რამ შესთავაზა - უთხრა, რომ მასთან ერთად ისიც მომკვდარიყო, რომ სამოთხეში მარადიული ბედნიერებით დამტკბარიყვნენ. მაშინ ჟანა 22 წლის იყო და მუცლით მეორე შვილს ატარებდა.
მოდილიანის დაკრძალვიდან მეორე დღეს, გოგონამაც უარი თქვა სიცოცხლეზე...
დიდი ბრიტანეთის ეს მონარქი ქალებს ისე ექცეოდა, როგორც ნივთებს. არსებული ინფორმაციით, მას ძალიან სწრაფად ბეზრდებოდა ერთი ადამიანი და მას მერე მკაცრად სჯიდა. მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლე ანა ბოლეინი, რომელზეც დაქორწინებაც მას ძალიან უნდოდა და ამის გამო ბევრი რამ გაიარა, ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ ღალატში დაადანაშაულა და ჩამოსახრჩობად გაგზავნა.
ანას სიკვდილით დასჯიდან ერთი კვირის შემდეგ იგი მის მოახლეზე, ჯეინ სეიმურზე დაქორწინდა. ჯეინი მშობიარობას გადაჰყვა. როდესაც ექიმებმა მეფეს ჰკითხეს, ვინ გადაერჩინათ, დედა თუ შვილი, მან თქვა: "ბავშვი გადაარჩინეთ. იმდენი ქალის მიღება შემიძლია, რამდენიც მომინდება."
შემდეგი ქორწინება ანა კლივისთან შედგა, თუმცა მეფემ ეს კავშირი 6 თვის შემდეგ იმის გამო დაარღვია, რომ მას ქალის პორტრეტი არ მოეწონა...
მეხუთე ცოლი, კეტრინ ჰოვარდიც ღალატში დაადანაშაულა და იგი სიკვდილით დასაჯა.