ანჯელინა ჯოლი ხშირად საუბრობს დედაზე, რომელიც 56 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი გარდაცვალება ყველაზე დიდი ტკივილია ანჯელინას ცხოვრებაში. სწორედ დედის დაავადების - საკვერცხეების სიმსივნის გამო გაიკეთა თავად პრევენციული კვლევები, რადგან გაარკვია, რომ თავადაც დიდი ალბათობა ჰქონდა დაავადების განვითარების. ამიტომ გადაწყვიტა, სანამ მემკვიდრული დაავადება განვითარდებოდა და უკვე სერიოზულ ეტაპზე გადავიდოდა, წინასწარ მიეღო ზომები და რეპროდუქტიული ორგანოები მოიცილა, შემდეგ კი მასტექტომიაც გაიკეთა.
ანჯელინას დედა მასზე არანაკლებად ლამაზი იყო და თანაც - ასევე მსახიობი. თუმცა ფრანგულ-ამერიკული წარმომავლობის მარშელინ ბერტრანს კარიერაში დიდად არ გაუმართლა.
დღეს ანჯელინამ მშვენიერი დედა გაიხსენა, ნაკლებად ცნობილი ფოტოთი და ემოციური სიტყვებით:
"ხვალ დედაჩემი 73 წლის გახდებოდა. 15 წლის წინ, მკერდისა და საკვერცხეების სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მალე გავხდები იმ ასაკის, როცა მას დიაგნოზი დაუსვეს. პროფილაქტიკური ოპერაციები ჩავიტარე, რომ ცოტათი შემემცირებინა შანსები, თუმცა შემოწმებებზე კვლავ დავდივარ. დედაჩემს ჰენდრიქსი უყვარდა და თავის წერილებს ბოლოში ყოველთვის აწერდა "ზეცის კოცნას". ამ სიტყვებმა ახალი აზრი შეიძინა მისი გარდაცვალების შემდეგ. ჩემს სიყვარულს ვუგზავნი მათ, ვინც ასევე დაკარგა ახლობლები, ხოლო ჩემს ძალებს მათ, ვინც ამ მომენტში იბრძვის საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლისთვის. სხვა ქალებს კი ვეტყვი: გთხოვთ, იპოვეთ დრო, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩაიტაროთ მამოგრაფია, სისხლის ანალიზები, ექოსკოპია, განსაკუთრებით თუ ოჯახურად გაქვთ სიმსივნის ისტორია".
იხილეთ მეტი ანჯელინას დედაზე: