"სამ ათინათს დააწვიმებს დაბადების დღის თავგადასავლებს, რაც უნდა ეცხოვრათ ერთად 13 მაისს მამასთან ერთად" - განო მელითაურის ემოციური პოსტი 8 წლის წინ გარდაცვლილ მეუღლეზე - მშობლები

"სამ ათინათს დააწვიმებს დაბადების დღის თავგადასავლებს, რაც უნდა ეცხოვრათ ერთად 13 მაისს მამასთან ერთად" - განო მელითაურის ემოციური პოსტი 8 წლის წინ გარდაცვლილ მეუღლეზე

2023-05-13 12:12:27+04:00

დღეს ცნობილი მსახიობი კოტე თოლორდავა 44 წლის გახდებოდა. იგი 2015 წლის აპრილში მოულოდნელად გარდაიცვალა.

კოტეს ყოველ დაბადების დღეს ემოციურ პოსტ აქვეყნებს მისი ყოფილი მეუღლე განო მელითაური, რომელიც კოტეს სამი შვილის დედაა და 2019 წელს გაუჩნდა მეოთხე შვილი კახა გაგნიძისგან. განომ წელსაც გამოაქვეყნა პოსტი გარდაცვლილ მსახიობზე:

"გარეთ არეული მარტზე მაისია… სადღაც, ზღვისპირა მისადგომებთან ჩაიქროლებს მისი სურნელი, მერე ზღვისავე ქაფს გაერევა,დაშლამული სანაპიროს ნაცრისფერით გარემოცულს და ღრუბლებს გაუხარდებათ მისი არსებობა.ზეცა ისევ გულს აირევს და წვეთებში არეკლილი შეგრძნებები სანაპიროზე მოსეირნე სამ ათინათს დააწვიმებს დაბადების დღის თავგადასავლებს, რაც უნდა ეცხოვრათ ერთად 13 მაისს მამასთან ერთად"...

346960340-220404627378173-542514461975396650-n-1683966201.jpg

კოტე თოლორდავას ოთხი შვილი დარჩა. პირველ მეუღლესთან, მსახიობ მარიამ ჯოლოგუასთან ქორწინებიდან ვაჟი, ბუკა ჰყავს. 2007 წელს მეორე იქორწინა განო მელითაურზე დაუკავშირა. კოტეს გარდაცვალებისას განო მესამე შვილზე იყო ორსულად.

gano-1683966220.jpg
განო მელითაური შვილებთან ერთად

„ერთი-ორი ძალიან ცნობილი ექიმითა და კლინიკით ძალიან უკმაყოფილო ვარ... ყველა ექიმი, ყველა დარეკვაზე ახალ-ახალ და სხვადასხვა წამალს გინიშნავს“ - როგორ გაუმკლავდა განო მელითაური ოთხი შვილის ავადობას
კოტეს დავპირდი, რომ ლენას მივხედავდი, რაც არ უნდა მომხდარიყო... - განო მელითაური ყოფილი დედამთილის გარდაცვალებაზე