ეს ლამაზი ქალბატონი გულჩინ სანტირჯიოღლუა, თურქული სერიალების ვარსკვლავი. 1977 წლის 25 ივლისს დაიბადა ქალაქ იზმირში და ბავშვობიდან საკმაოდ დიდ ასაკამდე სერიოზულად ფიქრობდა ოპერის მომღერლობაზე. ადრეული ასაკიდან დადიოდა ვოკალის პედაგოგთან, უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით მიიღო - დოკუზ ეილულის უნივერსიტეტთან არსებული კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრა დაამთავრა. შემდეგ თეატრალურ სცენებზე გამოდიოდა, რომ მომღერალი მსახიობი, მღეროდა მუსიკალურ ჯგუფებში და ასწავლიდა ვოკალს. 2012 წელს საკუთარი ალბომიც გამოუშვა, ხოლო 2013 წელს როტერდამის "ოქროს ტიტის" კონკურსის ჟიურიში იყო.
სამსახიობო დებიუტი კი 2005 წელს ჰქონდა სრულმეტრაჟიან ფილმში. მერე გამოჩნდა სერიალები, ფართო აღიარება კი მოუტანა დრამამ "მშვიდობით, რუმელია", ასევე წარმატებული აღმოჩნდა სხვა როლები.
დაქორწინებულია უტკუ ბაშიაზიჯზე, თუმცა წყვილს შვილი არ ჰყავს და არც გეგმავენ გაჩენას. "ხანდახან ცერად გვიყურებენ და გვკიცხავენ იმის გამო, რომ არ გვსურს შვილის ყოლა. ადამიანებს ეს უჩვეულოდ ეჩვენებათ... ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც ორი წევრისგან შედგება და ძალიან ბედნიერები ვართ", - ამბობს მსახიობი.