როგორ გავიგოთ ანალიზების გარეშე, რომელი ვიტამინები გვაკლია - ნიშნები სხეულზე, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს - მშობლები

როგორ გავიგოთ ანალიზების გარეშე, რომელი ვიტამინები გვაკლია - ნიშნები სხეულზე, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

2023-05-15 10:40:15+04:00

სხეულზე არსებული სხვადასხვა ნიშანი ხშირად იმაზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე გვგონია. მაგალითად, კონკრეტული მახასიათებლებით შეგვიძლია, ეჭვი მივიტანოთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინი აკლია ჩვენს ორგანიზმს და შემდეგ ექიმების მეთვალყურეობით ანალიზებიც გაიკეთოთ.

  • თუ ფეხის არეში კრუნჩხვას, ტკივილს განიცდით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს მაგნიუმი აკლდეს.
  • მშრალი კანი მიუთითებს A და E ვიტამინების დეფიციტზე.
  • ძლიერად გამოხატული სისუსტე უხშირედსად D ვიტამინისა და რკინის ნაკლებობის ბრალია.
  • თუ მარტივად გიჩნდებათ ჩალურჯებები, ეს იმას ნიშნავს, რომ K და C ვიტამინები არ გყოფნით.
  • ფრჩხილებზე თეთრი ნაწილაკები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმი თუთიის ნაკლებობას განიცდის.
  • თუ მგრძნობელობა გაგიუარესდათ და პერიოდულად დაბუჟების შეგრძნება გაქვთ, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ B12 ვიტამინი გაკლიათ.
  • თუ ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, ეს B2 ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს.
  • კანის პიგმენტაციის დარღვევა კი ორგანიზმში სპილენძის ნაკლებობას ახასიათებს.