ემა, სოფია, ნოე, ლუკასი - ყველაზე ცნობილი სახელები, რომლებსაც საქართველოშიც არქმევენ - მშობლები

ემა, სოფია, ნოე, ლუკასი - ყველაზე ცნობილი სახელები, რომლებსაც საქართველოშიც არქმევენ

2023-05-22 12:19:39+04:00

ყოველი წლის მაისში აშშ-ის სოციალური დაცვის ადმინისტრაცია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ბავშვის სახელების სიას აქვეყნებს. ამჯერად გასული წლის სტატისკა გამოქვეყნდა.

გოგონების სახელები

ამერიკაში გოგონების ყველა პოპულარი სახელების ხუთეული ასე გამომიყურება:

  • ოლივია,
  • ემა,
  • შარლოტა,
  • ამელია
  • სოფია.

სიას არავინ გაუოცებია - ოლივია უკვე მესამე წელია სახელების რეიტინგს ლიდერობს. ლუნა ათეულში მოექცა - ამ სახელმა პოპულარობის მოპოვება ვარსკვლავური წყვილების დამსახურებით შეძლო: ჯონ ლეჯენდმა და კრის ტეიგენმამ, ასევე ხავიერ ბარდემმა და პენელოპა კრუზმა შვილებს ეს სახელი შეურჩიეს. ათეულში შემავალი სახელებია ასევე: ჰარპერი, კამილა და ელიზაბეტი.

სიის თავში მოხვდნენ მანამდე იშვიათ სახელებად მიჩნეული სკაილერი, სერენტი, ქსიმენა. „მოდაში“ შემოვიდა მცენარეების დასახელებისგან ნაწარმოები სახელები: ლილი, როუზი, აივი, უილოუ, ვიოლეტი და დეიზი.

ბიჭების სახელები

უკვე მეექვსე წელია ბიჭის სახელებში პირველ ადგილს ლიამი იკავებს.

ათეული ასეთია:

  1. ლიამი
  2. ნოე,
  3. ოლივერი,
  4. ჯეიმსი
  5. ელია
  6. უილიამი
  7. ჰენრი
  8. ლუკასი
  9. ბენჯამინი
  10. თეოდორი

მამრობითი სქესის სახელებს შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს ბიბლიური ვარიანტების სიმრავლე - ზემოხსენებული ნოესა და ელიას გარდა, არიან იაკობი, დავითი, ლუკა და ეზეკიელი.

სახელები, რომლებიც მაისში დაბადებულ ბავშვებს უხდებათ - თუ ბავშვს მაისში ელოდებით, მაგრამ სახელი ჯერ არ შეგირჩევიათ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას
ანა, დავითი... და კიდევ რამდენიმე სახელი, რომლებსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ბედნიერება მოაქვს
რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული საქართველოში და რომელი სახელები იყო ყველაზე აქტუალური 2022 წელს დაბადებული ბავშვებისთვის
2023 წელს ბავშვის ეს სახელები ყველაზე პოპულარული და ბედნიერების მომტანი იქნება