ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ქართულ ბაზარზე ორი საფრთხის შემცველი სათამაშო გამოავლინა. ორივე შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს გაგუდვა. სააგენტოს ინფორმაციით, სათამაშო იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება ბავშვის პირში მოხვდეს და გაგუდვა გამოიწვიოს.
როგორ აღმოჩნდა, ჩინური წარმოების სათამაშო იარაღის ტყვებს ნაწილაკები ძვრება, რამაც შეიძლება მისი სასუნთ ქზებში გადაცდება გამოიწვიოს.
„ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს გაგუდვა,” - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორივე სათამაშო ქსელიდან ამოღებულია.