ბავშვს დაბადებამდეც ესმის ბევრი რამ და გრძნობს. მათ შორის სიცილსაც.
დედა ნაყოფის ყოველ გამოძრავებას შეიგრძნობს, მაგრამ რას განიცდის ნაყოფი, როცა დედა სევდიანია ან იცინის.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბავშვი ნამდვილად გრძნობს დედის სიცილს. როგორც აღმოჩნდა, ის ამ დროს ისეთ მოძრაობაშია, როგორიც ბატუტზე ხტუნვაა. თუმცა ეს არ არის მისთვის საზიანო: დედის სიცილი ასტიმულირებს ბავშვის აქტივობას, ხელს უწყობს, რომ მემტი იმოძრაოს.
სიცილს ნაყოფისთვის ბევრი დადებითი მხარე აქვს. ზოგი შიშობს, რომ სიცილისგან წარმოქმნილმა ბიძგებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფს და მშობიარობაც დააჩქაროს. ეს მითია და სანერვიულოც არაფერია. სიცილის გამო მსგავსი არაფერი მოხდება. პირიქით, სიცილის უამრავი სარგებელი მოჰყვება.
ორსული ქალები ხშირად მოწყენილნი არიან, ხშირია განწყობის ცვალებადობა ჰორმონების გამო. სევდა მოგვიანებით შეიძლება მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში გადაიზარდოს. ამიტომ არ მოიკლოთ სიცილი - სეროტონინი არასდროს არავისთვის ყოფილა ზედმეტი.
ბავშვი სიცილზე ყოველთვის მოძრაობით რეაგირებს. აქტიურობა კი ყოველთვის კარგია. გარდა ამისა, ბავშვები გრძნობენ დედის განწყობას, როდესაც ის ბედნიერია - ისინიც მხიარულობენ. თავს დაცულად გრძნობენ. ბავშვი ასევე მძაფრად აღქვამს დედის ცუდ განწყობასაც. ამიტომ ორსულის სტრესი ყოველთვის არასასურველია ბავშვებისთვის.
უცნაურად ჟღერს, მაგრამ სიცილი იმუნური სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ორსულებისთვის კი ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ქალი ამ დროს ძალიან დაუცველია ინფექციების მიმართ, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ნაყოფს უქმნიან საფრთხეს. სტრესი, სხვათა შორის, ასევე ცუდად მოქმედებს იმუნიტეტზე - ამიტომ ორსული ქალის სევდა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაქარწყლდეს.
არა მხოლოდ ფოლიუმის მჟავას შეუძლია ამის გაკეთება! დაბალანსებული კვება ძალიან საჭიროა, მაგრამ სიცილიც მნიშვნელოვანია. დედის სიცილი ბავშვში თურმე ემოციური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.
როცა ვიცინით, ორგანიზმში გამოიყოფა ქიმიკატები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები.