როგორ დაიკლო ოთხი შვილის დედამ 60 კილოგრამი ქირურგიული ჩარევის გაერეშე - მისი ცნობა ყველას უჭირს - მშობლები

როგორ დაიკლო ოთხი შვილის დედამ 60 კილოგრამი ქირურგიული ჩარევის გაერეშე - მისი ცნობა ყველას უჭირს

2023-05-23 13:07:19+04:00

44 წლის რეიჩელ ფორდმა 4 შვილი გააჩინა. მშობიარობების შემდეგ ქალს წონის პრობლემა შეექმნა და ზედმეტი კილოგრამების დაკლებას ვეღარ ახერხებდა. მან სხვადასხვა ხერხს მიმართა, თუმცა სასურველ შედეგს ვერ აღწევდა.

3-1684833183.jpeg

"საკუთარი თავი მძულდა. ჩემს სურათებს რომ ვუყურებდი, ისეთი დანაშაულის შეგრძნება მტანჯავდა, რომ ვფიქრობდი, დედამიწაზე ყველაზე უბედური ქალი ვიყავი." - იხსენებს რეიჩელი. ქალი ამბობს, რომ თავის ზომა ტანსაცმელს ვეღარ შოულობდა და ყველგან დისკომფორტს განიცდიდა.

რეიჩელი ზედმეტ წონას 16 წლის ასაკიდან ებრძოდა. მიირთმევდა უამრავ ჩიფსსა და სწრაფი კვების პროდუქტებს, შოკოლადებს, რაციონის დაბალანსებას ვერ ახერხებდა.

2-1684833198.jpeg

20 წლის ასაკში გოგონა 83 კილოგრამს იწონიდა. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა მომავალ მეუღლეს. ჯიმი მასზე გაცილებით უფროსი იყო. კაცი მაშინ 48 წლის იყო, თუმცა ასაკობრივ სხვაობას სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ მათ ერთმანეთი შეყვარებოდათ და დაქორწინებულიყვნენ.

"ჯიმის არ აინტერესებდა, რამდენს ვიწონიდი. ძილის წინ შეგვეძლო უამრავი ნამცხვარი გვეჭამა." - ამბობს ქალი.

შემდეგ რეიჩელი დაორსულდა. პირველი ორსულობის დროს 130 კილოგრამს მიაღწია. 2 წლის შემდეგ წყვილს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. წონაში კიდევ უფრო მოიმატა.

5-1684833209.jpeg

"მივხვდი, რომ მკვეთრი ზომების მიღების დრო დადგა. იმ დღიდან სახლში შოკოლადების, ნამცხვრების, სწრაფი კვების პროდუქტების მიტანაზე უარს ვამბობდი.”- თქვა რეიჩელმა.

ქალმა მთლიანად შეცვალა კვებითი ჩვევები, დაიწყო ვარჯიში. ამ პროცესში მეუღლეც მხარს უჭერდა და წელიწად-ნახევარში 57 კილოგრამი დაიკლო.

"ეს უბრალოდ სასწაული იყო. ვყიდულობდი ისეთ ნივთებს, რომლებიც სულ მინდოდა, მაგრამ წონის გამო ვერ ვიცვამდი. უამრავი კომპლიმენტი მესმოდა და ეს მოტივაციას მაძლევდა." - ამბობს რეიჩელი.

4-1684833236.jpeg

ქალმა შედეგი მესამე ორსულობის დროსაც კი შეინარჩუნა. თუმცა, მეოთხე ორსულობის დროს წონა კვლავ "გაექცა". დაუბრუნდა კვების მავნე ჩვევებს და ისევ 130 კილოგრამს იწონიდა.

"საკუთარი თავით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ყველაფერი, რის გამოც ძალიან ბევრი ვიშრომე, თავადვე დავანგრიე." - აღნიშნავს ის.

ამის შემდეგ, მან ქმარს სთხოვა, საცურაო კოსტიუმში გადაეღო, რომ მოტივაცია ისევ ეგრძნო. დაიწყო ვარჯიში, კვლავ შეცვალა კვების რაციონი და 1 წლის შემდეგ 130 კილოდან 70 კილოგრამამდე ჩამოვიდა.

9-1684833260.jpeg

იმისათვის, რომ ქალს საკუთარ თავზე გამარჯვება აღენიშნა, პროფესიონალური ფოტოსესია მოაწყო, მოირგო ის სამოსი, რაც სულ უნდოდა, რომ ჩაეცვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. რეიჩელი ამბობს, რომ ყოველთვის, როცა წონასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება, ამ ფოტოებს შეხედავს, რომ მოტივაცია კვლავ იგრძნოს.

10-1684833272.jpeg

8-1684833281.jpeg