როგორ აღნიშნა რუსკა მაყაშვილმა პატარა კატოს დაბადების დღე - სახალისო ვიდეოებს მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს - მშობლები

როგორ აღნიშნა რუსკა მაყაშვილმა პატარა კატოს დაბადების დღე - სახალისო ვიდეოებს მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს

2023-05-25 14:45:59+04:00

რუსკა მაყაშვილის გოგონა კატო ნიჟარაძე 2 წლის გახდა. მსახიობმა შვილს დაბადების დღე მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გადაუხადა, წვეულებაზე მულტფილმის გმირებიც მიიწვია და სადღესასწაულო ტორტიც ერთად ჩააქრეს.

სახალისო ვიდეოები რუსკა მაყაშვილმა ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

იქამდე კი მან შვილის დაბადების დღის აღსანიშნავდ დაწერა: "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანო ქალბატონო, გილოცავ, დაბადების დღეს. მიყვარხარ, ჩემო კატო, შენ ყველაფერი ხარ! კატო-ტუტი 2 წლის გახდა."

მსახიობი რამდენიმე წელია, სანდრო ნიჟარაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს.