იმ დროს, როცა ადელმა მკვეთრად დაიკლო წონაში და ამის გამო ვერ იღებს მაყურებელი, ლანა დელ რეის, პირიქით, წონაში მომატების გამო "ერჩიან". მის ახალ ფოტოებს მორიგი აჟიოტაჟი მოჰყვა. პაპარაცებმა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ პლაჟზე დააფიქსირეს. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი 37 წლის მომღერალი კიდევ უფრო მომატებულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. არადა, კარიერა ააწყო პატარა გოგონას იმიჯით, რომელიც 1950-60-იანი წლების სტილის სიმღერებს მღეროდა და მისი იმიჯი აღარ უთავსდება ახლანდელ გარეგნობას.
ბრაზილიაში ლანა "მიტას" ფესტივალზე გამოსასვლელად ჩავიდა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ჰქონდა სოლოგამოსვლა და მერილინ მონროს სტილში შემოსილი გამოჩნდა მაყურებლის წინაშე.
1985 წლის 21 ივნისს ნიუ-იორკში დაბადებული ლანა დელ რეი (ნამდვილი სახელი და გვარი ელიზაბეტ ვულრიჯ გრანტი) ბავშვობიდან მღეროდა. სკოლის გუნდში გამოდიოდა, თუმცა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ უყვარდა. სახლში ატარებდა დიდ დროს, ძველ ჰოლივუდურ ფილმებს უყურებდა და გიტარაზე უკრავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და თავისუფალ დროს ბარებში ჟაზს ასრულებდა. მოგვიანებით მუსიკის გამო მიატოვა სწავლა, მერე კი ფორდემის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთი პერიოდი ტრეილერშიც ცხოვრობდა, როგორც ამბობდა, მამამ შეაყვარა ცხოვრების ასეთი წესი.
სასცენო სახელი მენეჯერებმა მოუფიქრეს და ამბობენ, რომ მისი ფსევდონომი უკავშირდებოდა ავტომანქანა Chevrolet Delray-ს. სასცენო საქმიანობა თავისი სახელიზთ და გვარით დაიწყო, ალბომიც გამოუშვა, თუმცა ნაკლებ წარმატებული. თუმცა უკვე 2011 წელს მისმა სიმღერამ Video Games მუსიკალური სამყარო გადაატრიალა და ლანა ახალ ემი უაინჰაუსადაც კი აღიარეს, რომელიც იმ წელს გარდაიცვალა.
გოგონა მალე იქცა სუპერვარსკვლავად, გაყიდვადი ალბომებით, ჯილდოებით და ყველაფერ იმით, რაც სდევს ვარსკვლავურ ცხოვრებას.
პოპულარობასთან ერთად, მისი პირადი ცხოვრებაც საინტერესო გახდა საზოგადოებისთვის. ერთი პერიოდი, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თუმცა თავად ამბობს, რომ ქველმოქმედებაში ჩართვამ უშველა. ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეხვედრებზე დადიოდა და უსახლკარო ბავშვებს ეხმარებოდა. ამბობს, რომ ალკოჰოლთან პრობლემები აღარ აქვს.
მამაკაცები მის ცხოვრებაში ოფიციალურად 20 წლიდან ჩანან - სწორედ ამ ასაკში ხვდებოდა როკერ სტივ მერტინესს, რომელიც საწყის ეტაპზე კარიერაშიც ეხმარებოდა. შემდეგ ხვდებოდა მუსიკოს ბარი ჯეიმს ო'ნილს.
შემდეგ იყო ფოტოგრაფი ფრანჩესკო კაროზინი, მსახიობი ჯეიმს ფრანჯო, რეპერი G-Eazy, მუსიკოსი ჯეკ ანტონოფი... ახლა კი ცნობილია, რომ მუსიკოს ევან ვინიკერს ხვდება და მას ცოლადაც მიჰყვება.
წონასთან პრობლემები 2018 წლიდან დაეწყო და მას მერე, სულ უფრო მეტად იმატებს. ამბობს, რომ ამაზე არ ღელავს და არც კრიტიკას აქცევს ყურადღებას. თუმცა ფაქტია, რომ თაყვანისმცემლები ვერ ეგუებიან მის ახალ ფორმებს და ხშირად თავს ესხმიან აშკარა კრიტიკით და უარყოფითი კომენტარებით.