ცნობილი ტელეწამყვანის, თინა კანდელაკის მუსიკოსი ვაჟი სამსახიობო კარიერას შეუდგა. როგორც რუსულ პრესაში წერენ, სულ მალე იგეგმება გახმაურებული თურქული სერიალის "დამიკაკუნე კარზე" რუსული რიმეიქის გადაღება. და როგორც ამბობენ, ქერემ ბურსინის როლს თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის, ანდრეი კონდრახინის ვაჟი ლეონტი, რომელსაც დედის გვარი აუღია და ლეო კანდელაკის სახელითა და გვარით გამოჩნდა ასპარეზზე.
სერიალის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ლეო ნამდვილად ჰგავს ქერემს. 22 წლის ლეოსთვის ეს დებიუტი იქნება სერიალში და ამბობს, რომ სიურპრიზი იყო მისთვის მსგავსი შემოთავაზება. აქამდე ძირითადად როგორც მუსიკოსი, ისე თანამშრომლობდა სხვადასხვა სტუდიასთან და საუნდტრეკებს წერდა.