ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მორიგ საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებზე, რომელიც დიდი ოდენობით შემოდის შავ ბაზარზე და ახალგაზრდები მოიხმარენ.
"დავწერ კიდევ ერთხელ, ვინაიდან არის ბევრი კითხვები:
1. არ ვიცი რა მოხდა ფესტივალზე.
2. დაიღუპა ვინმე თუ არა ზედოზირებით და რა ნივთირებით მოხდა ზედოზირება, ამიტომ გთხოვთ ნუ მისვამთ ასეთ კითხვებს.
ამას ვიტყოდი მაშინ, როცა:
1. იარსებებდა ქვეყანაში ადრეული შეტყობონების სისტემა, რომელიც დღეს ახდენს პრევენციას ზედოზირების და ექიმებს აძლევს საშუალებას მიმართონ სწორ ქმედებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დროს ევროპაში.
2. იარსებებენ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც დაადგენენ, რა ნივთიერება იყო მოხმარებული;
3. და როცა ეს არ ვიცით, ჭორაობა და ვარაუდებია, სანამ არ იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასევე არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.
შემიძლია დავწერო, რა ხდება დღეს შავ ბაზარზე და დარქნეტში შეძენელი ნარკოტიკები რა საფრთხეებს შეიცავენ და რა ტენდენციაა დღეს მსოფლიოში.
ასევე ბაზარზე არის კრისტალური მეთადონი, რონელსაც ასევე ურევენ სხვადასხვა სტიმულატორს ნარკოტიკებში და იწვევს ზედოზირებას და სიკვდილს!!!!
ეს არაფერი არ მოხდება, თუ არ მოიხმარ!!!!"