ბავშვების უმეტესობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება დასაძინებლად. მაგრამ ხანდახან ეს წესი არ მუშაობს, ბავშვს არ ეძიენება და ჭირვეულობს, არც ძილის წინ წაკითხული ზღაპრები შველის. ჩაძინების პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, რადგან არდადეგებთან დაკავშირებული მგზავრობა, ადგილის და კლიმატის შეცვლა არღვევს ბავშვის რეჟიმს და ძნელად იძინებს, დილით კი ცუდ ხასიათზე დგება.
ყველამ იცის, რომ ბავშვი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა იძინებდეს, თუმცა უმეტესობა ამ წესს ვერ იცავს. ძილის ექსპერტები გვირჩევენ, დასაძინებლად შესაფერისი დრო შევარჩიოთ - ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ძილის გარკვეულ ციკლებზე.
ძილის ციკლის ხანგრძლივობა (ის შედგება ძილის სხვადასხვა ფაზებისგან) განისაზღვრება ბავშვის ასაკის მიხედვით. დაძინებისთვის იდეალური დროის გასარკვევად მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური ძილის კალკულატორი, რომელიც ჰილარისის ძილის ექსპერტებმა შექმნეს. ონლაინ მრიცხველი შედეგს ორ რიცხვზე დაყრდნობით იძლევა: ბავშვის ასაკსა და მისი გაღვიძების დროის მიხედვით. მაგრამ მონაცემების გამოთვლა შესაძლებელია მხოლოდ 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
წლების წინ მიაჩნდათ, რომ მცირეწლოვან ბავშვებს 21:00 საათზე გვიან არ უნდა დაეძინათ. ძალების სრული აღდგენისთვის კი მათ 9-10 საათი ძილი სჭირდებათ. თუმცა, ეს უნივერსალური წესი პრაქტიკაში არ მუშაობს: ზოგიერთი ბავშვს ამ დროს საერთოდ არ ეძინება, ზოგი კი დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებს. ალტერნატივა ახალი რეჟიმის შედგენაა, რომელიც ძილის ბიოლოგიური ციკლებზეა აგებული. თუ თითოეული ბავშვისთვის ოპტიმალურ დროს აირჩევთ, ეს დაეხმარება მას,, რომ დილით ადვილად გამოფხიზლდეს და მთელი დღის განმავლობაში აქტიური იყოს.
თუ ბავშვი ცუდ ხასიათზე იღვიძებს, სავარაუდოდ ის "ძილის" ციკლის შუა პერიოდში გააღვიძეს.