"წარმოიდგინეთ თქვენი შვილი ზებრა-გადასასვლელთან..." - მშობლები სკოლებთან მისასვლელი გზების უსაფრთხოებას ითხოვენ - მშობლები

"წარმოიდგინეთ თქვენი შვილი ზებრა-გადასასვლელთან..." - მშობლები სკოლებთან მისასვლელი გზების უსაფრთხოებას ითხოვენ

2023-06-01 20:12:38+04:00

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, მოსწავლეთა მშობლებმა სკოლებთან მდებარე სამანქანე გზებზე აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომლის მიზანიც ბავშვების უსაფრთხოების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაა.

საქართველოში სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები. დღეისათვის, სკოლებთან ფეხით მისვლა არ არის უსაფრთხო. სკოლების უმეტესობასთან არ არის საბავშვო დაწესებულების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, რიგ შემთხვევებში არ არის შუქნიშანი, ზებრა და ტროტუარიც კი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცეს მანქანები იკავებენ, რის შედეგადაც იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია.

ze4-1685637250.jpg

ამ გამოწვევის პასუხად, სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებმა ერთი დღით ზებრა გადასასვლელებზე იმორიგევეს და მოსწავლეებს სკოლამდე მისასვლელი გზების უსაფრთხოდ გადაკვეთაში დაეხმარნენ. საგზაო ნიშნების გამოყენებით მშობლებმა შეახსენეს მძღოლებს სასკოლო ზონებთან სიჩქარის შენელების აუცილებლობა, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს, მეტი ძალისხმევა დახარჯონ სკოლებთან მისასვლელი გზების უსაფრხოებაზე, სადაც ყოველწლიურად ასობით ბავშვის დაშავების ფაქტი ხდება.

zebr1-1685637299.jpg

აქცია-პერფორმანსი 12:00 საათზე სიმბოლურად თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ ზებრა გადასასვლელებზე მოეწყო, რომელიც გზის სავალ ნაწილთან ახლოს მდებარეობს, შესაბამისად ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ დიდი სიჩქარით მოძრავ მანქანებს შორის გზის გადაკვეთა.

პერფორმანსის ინიციატორები არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ წევრი მშობლები არიან.

zeb6-1685637250.jpgzeb4-1685637250.jpgzeb45-1685637251.jpg

zeb56-1685637251.jpg