1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, 32 წლის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ განაცახადა, რომ დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, ლიზა იასკომ დედობას მიუძღვნა „მგრძნობიარე პოსტი“ „ინსტაგრამზე“, რომელშიც ბავშვს უკრაინული ფესვები და მისი მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა.
ბავშვის სქესი იასკოს არ დაუკონკრეტებია და არც ის, როდის დაიბადა ბავშვი.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.
არასდროს მიფიქრია, რომ ომის დროს ბავშვის გაჩენა ნამდვილად საშინელებაა. საშინელი და ძალიან შემზარავი ფიქრი მომავალზე. ყველაფერი სხვანაირად წარმოვიდგინეთ. ვითარება და რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. ის, რაც მე განვიცადე ძალიან მნიშვნელოვანი თვეების განმავლობაში, არის საშინელი სიტუაციები, რომლებიც ცალკე წიგნებში და ტრილერებში აღწერას იმსახურებს. საშინელებებია და შენ მარტო ხარ. და იბრძოლე იმისთვის, რისიც გჯერა. თავისუფლებასა და სამართლიანობაში. თქვენ კი მარტო ხართ ბავშვთან ერთად.
ფაქტობრივად, ბავშვს მშობლებისგან - მხოლოდ შენ ჰყავხარ. მხოლოდ შენ ხარ ახლოს - დედა, რომელიც ასრულებს როგორც დედის, ასევე მამის ორ ფუნქციას. შენ მარტო ხარ, მაგრამ ახლა შენნაირი ათასობით უკრაინელი ქალია, რომლებმაც იციან რა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის. განაგრძეთ კითხვა