"ვიწერთ ჯვარს და ხელს ვაწერთ... ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ქართული, ტრადიციული ღირებულებების მატარებელი" - თათია შარანგია - მშობლები

"ვიწერთ ჯვარს და ხელს ვაწერთ... ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ქართული, ტრადიციული ღირებულებების მატარებელი" - თათია შარანგია

2023-06-03 08:09:33+04:00

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია ცოტა ხნის წინ გაშორდა მეუღლეს და თავისი უმცროსი შვილის მამას, ბიზნესმენ სანდრო შელიას. წყვილი 10 წელი ცხოვრობდა ერთად, თუმცა შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს. სანდრო შელიასთან ქორწინება მეორე იყო თათიასთვის, რომელიც მანამდე ედუარდ შევარდნაძის რძალი იყო - ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილის მეუღლე. ამ ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი, ედუარდი, საქართველოს მეორე პრეზიდენტის მოსახელეა.

tatia-1685766620.jpg
სანდრო შელიასთან და შვილებთან ერთად

სანდრო შელიასთან განქორწინებიდან მალევე კი თათიას ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა, ბიზნესმენი ჯარჯი თორაძე. მასთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში, ხოლო თავისი გადაცემის - "სთორის" მაყურებელს ასე წარუდგინა ორი თვის წინ:

"ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, მეგობრებო,მინდა გაგაცნოთ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი, ანუ ჩვენი “სთორი”ს N 1 გულშემატკივარი, ადამიანი რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა. გიზიარებთ ჩემს სიხარულს და გიგზავნით სიყვარულის ტალღებს. მუდამ იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის.

სიყვარულით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება. მე კი, მუდამ მადლობელი ვარ თქვენი. დიდი ფასეულობა ხართ ჩემს ცხოვრებაში".

336377402-1186857971991761-1494396606531028858-n-1685766735.jpg

ახლა კი ასევე გადაცემის ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ რჩეულთან ქორწინებას გეგმავს:

"ჩემო საყვარელო მეგობრებო,ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა… ვერ ვახერხებ ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვიცი მაპატიებთ, რადგან გიზიარებთ სასიხარულო და საპატიო მიზეზს. 5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს. ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ქართული, ტრადიციული ღირებულებების მატარებელი. თქვენთან შეხვედრას კი აუცილებლად მოვაწყობ და ბედნიერებას ვიზეიმებ თქვენთან ერთად… სულ მალე".

350636210-958353708840351-3786726450658060247-n-1685766789.jpg

tatiash-22714-1685766789.jpg

თეკლა ჟვანია