ყურადღების დეფიციტისა ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებში არც თუ იშვიათი მდგომარეობაა, რომელსაც სათანადო მართვა და დროული დიაგნოსტიკა სჭირდება. მშობლებს ხშირად აშინებთ მსგავსი დიაგნოზები და მათზე არასწორი წარმოდგენებიც აქვთ. ფსიქოთერაპევტი მინდია გაბიჩვაძე მშობლებს ამშვიდებს და ამბობს, რომ ეს დიაგნოზი მართვადია და სრულებით არ ნიშნავს ბავშვის გონებრივ პრობლემებს ან წარუმატებლობას მომავალში. მინდია გაბიჩვაძე თავადაც ამ სინდრომის მატარებელია და ზუსტად ხსნის, რას განიცდიან ეს ბავშვები ან როგორ დავეხმაროთ მათ.
„ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიტის სინდრომი არ განაპირობებს, რამდენად ჭკვიანია ბავშვი, როგორი ინტელექტი აქვს და რას მიაღწევს მომავალში. ამიტომ მშობლებს ამ დიაგნოზის არ უნდა ეშინოდეთ. მიმუშავია ამ სინდრომის მქონე პროფესორებთან, ბევრ ცნობლ ადამიანთან. ლეონარდო და ვინჩიზეც არსებობს ვარაუდი, რომ ამ სინდრომის მატარებელი იყო, ასევე აინშტაინზეც, რადგან ძალიან ხშირად ავიწყდებოდა ბევრი რამ ან ყურადღებიოს მიღმა რჩებოდა.
თავადაც ამ სინდრომის მატარებელი ვარ, თუმცა მაქვს სადოქტორო ხარისხი კლინიკურ ფსიქლოგიაში, ვარ კლინიკების დამფუძნებელი კალიფორნიასა და ნევადაში. ამიტომ მშობლებს ნუ შეეშინდებათ. ეს სინდრომი არ არის ინტელექტთან კავშირში, უბრალოდ, ჩვენი ტვინი განსხვავებულად მუშაობს. წარმოიდგინეთ მაიმუნი, რომელიც გაუჩერებლად დახტის. ასე დახტის ჩვენი გონებაც, მაგრამ მუშაობის და სწავლის შედეგად უკვე ვიცი, როგორ დავაბრუნო ის ადგილზე.“ - ამბობს მინდია გაბიჩვაძე და განმარტავს, როგორ გამოვავლინოთ ეს მდგომარეობა დროულად და როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს.
„არ არსებობს რაიმე ერთი ტესტი, რომელიც ამ დიაგნოზს დაასტურებს. 15-20 საათს ვატარებ პაციენტთან, რომ ეს დიაგნოზი დავსვა. როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, სკოლაში მივდივარ და იქ ვუყურებ, როგორ იქცევიან. მასწავლებლებს ვესაუბრები, ვსწავლობ ოჯახის ისტორიას, რამდენად სტრესული გარემოა იქ. ოჯახში თუ არსებობს მსგავსი შემთხვევა. თუ მშობელს აქვს ყურადღებვის დეფიციტი, 40-50 პროცენტია შანსი, რომ ის შვილსაც გამოუვლინდეს.
რაც შეეხება სკოლაში ამ ბავშვების მიმართ მიდგომებს, სპეციალისტი დაადგენს, სმენით უფრო ადგილად სწავლობს ბავშვი თუ მხედველობით. მასწავლებელმაც ამით უნდა იხელმძღვანელოს.
სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, არ მახსოვდა, რა გვქონდა დავალებად. ჩემი მასწავლებელი, თინა ფანცულაია, ძალიან ენერგიულად საუბრობდა. ამიტომ ქართულის გარამატიკა მოსმენის წყალობით კარგად ვისწავლე. დღეს შეიძლება ყველა სიტყვა ქართულად არ მახსოვდეს, მაგრამ გრამატიკულ შეცდომებს არ ვუშვებ. ეს მე-5-მე-6 კლასიდან, იმ ადამიანის წყალოთ მომყვება“ - ამბობს მინდია გაბიჩვაძე. მისი თქმით, კარგად უნდა შევისწავლოთ, რა აინტერესებს ბავშვს და მიდგომები ამის მიხედვით შევიმუშაოთ.
ვამბობთ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს ბავშვს ერთ საქმეზე დიდხანს კონცენტრირება უჭირს. სამაგიეროდ, დიდხანს შეუძლია კონცენტრირდეს იმაზე, რაც აინტერესებს. ამიტომ გავიგოთ, რა აინტერესებს. შემდეგ დავადგინოთ, რით მიიქცია მისი ყურადღება, რატომ დაინტერესდა, რა მოეწონა ამ საქმიანობაში და მომავალში ეს გამოიყენოს მშობელმა.“