დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო და ეს ეტაპი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა კი 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. თუმცა, ზოგიერთმა მშობელმა სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება ვერ მოასწრო, ან კიდევ რეგისტრციისას შეცდომა დაუშვა და ბავშვი სხვა სკოლაში დაარეგისტრირა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფომაციით, სწორედ ამისთვისაა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი გამოყოფილი, რომელიც 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.
ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზეც შესაძლოა, არ გათავისუფლდეს იმ სკოლაში ადგილი, რომელში დარეგისტრირებაც გსურდათ. ამიტომაც, ბავშვი რომელიმე სკოლაში აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროთ და შემდეგ, თუ თქვენთვის სასურველ სკოლაში ადგილი იქნება, მობილობის წესით გადაყვანას შეძლებთ.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მობილობა არ ხდება:
მობილობით დაინტერესებულმა პირებმა კონკრეტულ სკოლას განცხადებით უნდა მიმართონ.
თამარ იაკობაშვილი