მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც აპრილში დაინიშნა, დღეს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილის ამსახველი ვიდეო რუსკამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ სიძეც შესანიშნავად ცეკვავს და სიძე-პატარძალმა ქორწილში რამდენიმე ცეკვა შეასრულა.
რუსკას სულ ცოტა ხნის წინ, ნიშნობიდან ორი თვის თავზე ჰქონდა ქორწინებისწინა ცერემონია, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია. ეს დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, ცეკვითა და გართობით, დღის ბოლოს კი სიურპრიზად საქმრომაც მიაკითხა.