"ლაშა 32 წლისაა, მე - 20-ის, ცალკე ვცხოვრობთ... ორი თვე ვგეგმავდით ქორწილს" - რუსკა ქარქაშაძე ქორწილის დეტალებსა და საქორწილო სამზადისზე - მშობლები

"ლაშა 32 წლისაა, მე - 20-ის, ცალკე ვცხოვრობთ... ორი თვე ვგეგმავდით ქორწილს" - რუსკა ქარქაშაძე ქორწილის დეტალებსა და საქორწილო სამზადისზე

2023-06-12 11:37:44+04:00

20 წლის მსახიობის, რუსკა ქარქაშაძის ქორწილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. 20 წლის რუსკამ 32 წლის ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეს დაუკავშირა თავისი ცხოვრება. ქორწილი ისეთი მხიარული იყო და სავსე ცეკვებითა და სიმღერებით, რომ სოციალურ ქსელში ბევრმა აღნიშნა, როგორც წლის ერთ-ერთი საუკეთესო ქორწილი. რუსკას გამომწერებმაც დაუსვეს შეკითხვები ამ თემაზე და გადაწყვიტა, რამდენიმე მათგანზე გაეცა პასუხი.

მისი თქმით, ქორწილი 300-კაციანი იყო და თითქმის ორი თვე ემზადებოდნენ ამისთვის. ცალკე იყო მზადება ცეკვებისთვის - წყვილმა "ქართულიც" იცეკვა, ვალსიც და ბევრი სხვა ცეკვაც შეასრულა და ამ ყველაფრისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ. განსაკუთრებით აღნიშნეს მისი ქართული ცეკვა, რაზეც რუსკამ თქვა: "ისეთი კაბა მეცვა, ხელებს კარგად ვერ ვწევდი, თუმცა მგონი, მაინც კარგი გამოვიდა".

რუსკას თქმით, ის და ლაშა ცალკე ცხოვრობენ, ხოლო შეკითხვას, შეუშლის თუ არა ხელს სამომავლო გეგმებში ადრეულ ასაკში ქორწინება, ასე პასუხობს: "თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანი ხარ, ქორწინება ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი (ნუ, თუ სწორად შეარჩევ ცხოვრების თანამგზავრს)".

სიძე-პატარძლის ცეკვა ქართული, ვალსი და ცეცხლოვანი წარმოდგენა ქორწილში - რუსკა ქარქაშაძემ და ლაშა მოწონელიძემ იქორწინეს