"უპუროდ ჭამა ვის გაუგია", "სანამ ბოლომდე არ შეჭამ, მაგიდიდან ვერ ადგები", "წვნიანის გარეშე კუჭ-ნაწლავი დაუავადმყოფდება" - ჩვენი მშობლებისა თუ ბებიების ეს ფრაზები თითქმის ყველას გვახსოვს. თუმცა იცვლება დრო, იცვლება ჩვენი საკვები ხარისხი და კვების მრავალფეროვნება, მეცნიერება წინ მიდის და უფრო დეტალურად სწავლობს საკვების გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. ახალი აღმოჩენები კი გვიბიძგებს, რომ გარკვეული კვებითი ქცევები შესაცვლელია.
წარმოგიდგენთ ჯანსაღი კვების საბჭოურ მიდგომებს, რომლებიც ოჯახებში დღესაც პოპულარულია, თუმცა ჯანსაღად აღარ ითვლება.
ყოველ კვებაზე პურის დამატების ტრადიცია იმ დროიდან მოდის, როდესაც სხვა საკვები ფუფუნებად ითვლებოდა. სწორედ პური ავსებდა კუჭს, აძლევდა დანაყრების შეგრძნებას და დამატებით კალორიებს. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ახლაც ასეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იძულებითი და გარემოებებით განპირობებული ქცევაა და არა ჯანსაღი რეკომენდაცია.
როცა გვაქვს საშუალება ნორმალურად ვიკვებოთ, ამ ტრადიციას ჯანსაღი კვების თვალსაზრისით აზრი აღარ აქვს. მეტიც: პურის ყოველი ნაჭერი 62 კალორიაა, სამჯერადი კვება კი უკვე მინიმუმ 186 კალორია. ჩვენ ჭარბი ცხიმითა და შაქრით გაჯერებული საკვების საუკუნეში ვცხოვრობთ და პურთან დაკავშირებული ჩვევა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიმსუქნის განვითარებას. ბევრად უფრო ჯანსაღი ტრადიცია იქნებოდა ბოსტნეული დაგვემატებინა ყოველ კვებაზე.
ასევე არაფერი აქვს საერთო ჯანმრთელობასთან ან სწორ კვებასთან სამი კერძისგან შემდგარ სადილს. მნიშვნელოვანია არა კერძების რაოდენობა, არამედ ის, თუ რას შეიცავს ეს კერძები.
თუ სადილზე შემწვარი ძეხვი მიირთვით ზეთით გაჯერებულ მაკარონთან, წვნიანთან და ნამცხვართან ერთად, თქვენი ორგანიზმი ასეთი სადილისგან ვერაფერ სასარგებლოს ვერ მიიღებს.
კონცენტრირება მოახდინეთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსზე და ვიტამინებისა და მინერალების შემცველობაზე და არა საკვების რაოდენობაზე.
ამ ფრაზამ ბევრ ადამიანს დაურღვია კვების ადეკვატური ქცევა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ისწავლოს შიმშილისა და დანაყრების „სიგნალების“ მოსმენა საკუთარი სხეულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ეს აუცილებლად გამოიწვევს კვების დარღვევას, მათ შორის ისეთ სერიოზულ აშლილობებს, როგორიცაა გადაჭარბებული კვება, ბულიმია და ანორექსია.
არ არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ წვნიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. ან ის, რაც დაადასტურებს მის აუცილებლობას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული ფუნქციონირებისთვის.
პირიქით, სუპები ხშირად ძალიან ღარიბია როგორც ენერგეტიკული, ასევე კვებითი ღირებულებით. ამიტომ მხოლოდ წვნიანი სადილზე არ არის ძალიან კარგი არჩევანი. დიდი ალბათობაა, რომ ამ შემთხვევაში, ერთი საათის შემდეგ, ბავშვს კვლავ მოშივდეს და ხშირად ამ შიმშილს არაჯანსაღი საკვების ხარჯზე დაიკმაყოფილებს. თუ წვნიანი ოჯახური ტრადიციაა, დაამატეთ მას მეტი უცხიმო ხორცი და ბოსტნეული“.
დღეში 3-ჯერ-4-ჯერ ჭამა ოპტიმალურია. ყოველი კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, რთულ ნახშირწყლებს და ბოჭკოს, მაგრამ საათობრივად ჭამა უკვე არასწორია. მით უმეტეს, თუ მთელი ოჯახი სუფრასთან ერთდროულად იკრიბება.შიმშილის ციკლი სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია და, შესაბამისად, თქვენ უნდა დაჯდეთ მაგიდასთან არა საათის ისრის მიხედვით, არამედ თქვენი სხეულის სიგნალების მიხედვით.
სხვათა შორის, წასახემსებელიც საკვებია. ხშირად ადამიანები წასახემსებელს საკვებად არ თვლიან. „სენდვიჩი, ცოტა ორცხობილა - ეს ხომ ჭამა არ არის?“ - ასე თვლიან ისინი. შემდეგ კი უკვირთ, რომ „არაფერს ჭამენ" და სუქდებიან. ჭამათა შორის შუალედებში წახემსებაც ზედმეტი კალორიებია.
ფაფა საუზმისთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის. ნებისმიერი მათგანი ძირითადად ნახშირწყლებს შეიცავს. შედეგად, სისხლში გლუკოზა მატულობს, რომელიც სწრაფად გადამუშავდება ინსულინის დახმარებით და ერთი საათის შემდეგ ადამიანი კვლავ მშიერია. და რადგან ჯერ კიდევ შორს არის სადილი, შიმშილს ვიკლავთ ათასგვარი „ხარახურით“, როგორიცაა ტკბილეული და ცომეული.
უმჯობესია ფაფა რაიმე ცილასთან (მაგალითად, ყველი ან კვერცხი) ერთად მიირთვათ და დაამატოთ ბოსტნეული ან ხილი/კენკრა. ასეთი საუზმე სადილამდე დაგანაყრებთ.
არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებს, რომ საკვებზე წყლის მიყოლება კარგი ან ცუდია. ამ თვალსაზრისით ადამიანს შეუძლია მხოლოდ თავის შერძნებებზე ფოკუსირდეს. შეუძლებელია კუჭის წვენის, ანუ მარილმჟავას pH-ის განზავება ჭიქა წყლით და ამით მონელების დარღვევა. წყალი მუცელში არ ჩერდება, მისგან გაცილებით სწრაფად გამოიდევნება, ვიდრე საკვები. გარდა ამისა, ჩვენს კუჭს შეუძლია დამოუკიდებლად დაარეგულიროს pH დონე. ანუ წყალი შეგიძლიათ მაშინ მიირთვათ, როცა გსუთ. თუ მარილსა და შაქარს მინიმალური რაოდენობით მოიხმართ, სითხე თქვენს ორგანიზმს არაფერს დაუშავებს.