"ტრაგედია უგმიროდ" – ორი შვილის დედამ თავი სიდუხჭირის გამო ჩამოიხრჩო? - მშობლები

"ტრაგედია უგმიროდ" – ორი შვილის დედამ თავი სიდუხჭირის გამო ჩამოიხრჩო?

2015-02-05 10:02:26+04:00

"ყველა რომ გაისტუმრა, მერე აიღო თოკი და სახლის დირეზე ჩამოეკიდა" კიდევ ერთი "ტრაგედია უგმიროდ" - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ახალგაზრდა ქალი საკუთარი სახლის დირეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბოლო ხანს ჩვენში სუიციდის შემთხვევები ისე გახშირდა, რომ საზოგადოება მომხდარი ტრაგედიების მიმართ უკვე საშიშ ინდიფერენტულობას იჩენს. 41 წლის ქალის თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივად გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა სახელდება. რა ურთულესი შეიძლება იყოს მდგომარეობა, რომ ორი შვილის დედამ გამოსავალი თვითმკვლელობაში ეძებოს.

მარიამ კ; გარდაცვლილის მეზობელი:

- საშინელება დატრიალდა... აბზინიძეების ოჯახი არც აქამდე ყოფილა დალხინებული, დიდი ტვირთი ჰქონდათ სატარებელი და ახლა სულ განადგურდნენ. გული მეწურება ამაზე რომ ვფიქრობ. ყველამ დიდ ხანს იცოცხლოს, დედამაც და მამამაც, მაგრამ როცა შვილებს დედა უკვდებათ და კაცს კიდევ - ცოლი, ოჯახი მთლიანად ნადგურდება. მართალია ამ ქალის შვილები პატარები აღარ არიან, მაგრამ დედის გვერდით დგომა ძალიან სჭირდებოდათ. მით უფრო ერთ-ერთი უნარშეზღდულია და სულ დედას იყო მიწეპებული...

რატომ უნდა ჩამოეხრჩო თავი 41 წლის ქალს?! - დალხინებული ცხოვრების გამო თავს არ იკლავენ. უკიდურესმა გაჭირვებამ აიძულა... ამ ოჯახს 2 შვილი ჰყავს, გოგო 18 წლის არის; ის შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა - ვერ ლაპარაკობდა, სკოლაშიც არ უვლია... დედა სულ სახლში იყო შვილის გვერდით, იმიტომ, რომ შვილის მხოლოდ მას ესმოდა. ოჯახის მამა სულ მუშაობდა, სულ გასული იყო საშოვარზე, არაფერს უკადრისობდა, თბილისში დადიოდა დაქირავებულ მუშად, მაგრამ წელში მაინც ვერ გაიმართნენ. ამ ყველაფრის გაძლება ყველას როდი შეუძლია. მანაც ვერ გაუძლო, რაც მეტს ცდილობდნენ, მით უფრო უჭირდათ ცხოვრება...

გაგრძელება