6 წლის ასაკის თავისებურებები, რითაც ბავშვს დაეხმარებით, რომ თავიდანვე ძლიერი მოსწავლე იყოს - მშობლები

6 წლის ასაკის თავისებურებები, რითაც ბავშვს დაეხმარებით, რომ თავიდანვე ძლიერი მოსწავლე იყოს

2023-06-20 14:40:00+04:00

რუბრიკას წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი". ფერადი, ილუსტრირებული გამოცემა, რომელსაც საჩუქრად 100 სტიკერი და მაგნიტური სათამაშოები მოჰყვება

qda-1695993784.jpg

ექვსი წელი განსაკუთრებული ასაკია. ბავშვის ცხოვრება უკვე სწავლის გარშემო იწყებს ტრიალს, რაც მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზი ხდება.

ფიზიოლოგია

ექვსი წლის ასაკში ბიჭები აქტიურ ზრდას იწყებენ. გოგონებში ეს პროცესი გაცილებით გვიან იწყება - ცხრა-თერთმეტი წლისთვის. ამიტომ ექვსი წლის ასაკში გოგონები სწრაფად არ იცვლებიან.

მეორეს მხრივ, ბიჭები შესამჩნევად იზრდებიან: ისინი, ვინც ადრე ცუდად ჭამდნენ, ექვსი წლის ასაკიდან მადის შესამჩნევ მატებას ავლენენ და შესაძლოა კვება ძილის წინაც მოითხოვონ. ხოლო ვისაც აქამდე ისედაც კარგი მადა ჰქონდა, ცოტა თავშეკავებაც კი მოუწევს.

ექვსი წლის ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვანია. სხეული სავსეა ენერგიით და მას დახარჯვა სჭირდება. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო მისცეთ ეზოში სანავარდოდ აქტიური თამაშებისა მოძრაობისთვის.

ურთიერთობები

სწორედ ამ ასაკიდან ყალიბდება ბავშვის კომუნიკაციის ახალი ფორმები - როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან. თუ 4-5 წლის ასაკში ბავშვის უფროსებთან საუბრის შინაარსი გარემომცველ სამყაროს, ცხოველებს ან ნივთებს ეხებოდა, ექვსი წლის ბავშვს უკვე ადამიანთა სამყარო და მასთან დაკავშირებული დეტალები აინტერესებს.

ბავშვები უფროსებს ეკითხებიან, სად მუშაობენ, ვისთან ერთად ცხოვრობენ, რა უყვართ. ბავშვი, თავის მხრივ, სიამოვნებით საუბრობს საკუთარ თავზე, თავის სურვილებსა და გეგმებზე, უზიარებს სხვას შთაბეჭდილებებს, აფასებს სხვების ქმედებებს.

ამავდროულად, ბავშვებისთვის საკმარისი აღარ არის უფროსებისგან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე და კეთილგანწყობა. ექვსი წლის ასაკში მათ დიდებისგან ურთიერთგაგების, პატივისცემის და თანაგრძნობის მოთხოვნილება აქვთ.

იცვლება ბავშვების ერთმანეთთან კომუნიკაციის ხასიათიც. ამ ასაკში ჩნდება ურთიერთობა, რომელიც არ გულისხმობს რაიმე აქტივობას. ბავშვებს შეუძლიათ უბრალოდ ისაუბრონ, მაშინაც კი, თუ ისინი იმ მომენტში არ თამაშობენ და არ აკეთებენ რაიმე ერთობლივ საქმეს.

თანატოლებთან ჩნდება პირადი კითხვებიც. ბავშვს აინტერესებს, რა მოსწონთ თანატოლებს, სად იყვნენ, რა ნახეს.

ბავშვების ურთიერთობაში მეგობრობის დასაწყისი იკვეთება - ერთმანეთის დახმარების სურვილი, მზრუნველობის გამოვლენა, საჩუქრის გაცემა ან მისი აზრის გაზიარება. სკოლამდელი ასაკის ბავშვი უკვე ცდილობს სხვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გაგებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის უნარი, რომელსაც ბავშვები დაახლოებით, 6 წლისთვის იწყებენ.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები

ექვსი-ექვსნახევარი წლის ასაკში ბავშვის ქცევაც იცვლება და ძირითადად, სიცელქისკენ. ჯიუტობს, ბოიკოტს უცხადებს ჩვეულ რეჟიმს და უფროსების მოთხოვნებს აპროტესტებს.

ბავშვი ბაძავს მოზრდილების ქცევას და აპროტესტებს „ბავშვურ“ ცხოვრების წესს, რომელსაც მშობლები აკისრებენ. ეს შეიძლება გამოიხატოს ცუდი სიტყვების გამოყენებაში, მშობლების მიერ არჩეული ტანსაცმლის დაწუნებაში ან დადგენილ დროს დაძინებაზე უარის თქმაში. "პატარა აღარ ვარ!" - ხშირად იმეორებენ ამ სიტყვებს.

თუ სამი წლის ბავშვის აჯანყება უფროსებს ზოგჯერ სასაცილო ეჩვენებოდათ, ამ ეტაპზე ეს უკვე მნიშვნელოვნად აფუჭებს მშობლისა და შვილის ურთიერთობას.

სინამდვილეში ეს ნეგატიური მომენტები ბავშვის ფსიქიკისთვის მნიშვნელოვანია. ამ ცვლილებების არსი ბავშვური სპონტანურობის დაკარგვაა. თუ ადრე მშობლებს შეეძლოთ ადვილად დაედგინათ ბავშვის ქცევით, რას გრძნობდა ის, ახლა ბავშვს შეუძლია განიცადოს ერთი რამ და ქცევით სრულიად სხვა განწყობა გამოხატოს. რა არის ამაში კარგი?

შვიდი წლის კრიზისის დადებითი მნიშვნელობა ის არის, რომ ბავშვი იძენს უნარს, გააკონტროლოს ქცევა - არა თამაშში, არა ზრდასრული ადამიანის დახმარებით, არამედ საკუთარი ნებით. ამრიგად, ბავშვის ქცევა ხდება კონტროლირებადი, იმპულსებისგან თავისუფალი.დროთა განმავლობაში აჯანყება და „ცუდი“ ქცევებიც გაივლის.ასეთი ფორმით უვითარდება ბავშვს ქმედებების შეგნებულად გაკონტროლის უნარი.

მომავალში ეს უნარი დაეხმარება საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და წესების მიხედვით მოქცევაში.

სასკოლო მზაობა

ბევრ მშობელს აწუხებს კითხვა - როდის არის ბავშვი მზად სკოლისთვის? დადებით პასუხს, როგორც წესი, ამტკიცებენ, რომ ბავშვმა უკვე იცის კითხვა, თვლა და, ზოგადად, „მობეზრდა საბავშვო ბაღი“.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ფსიქოლოგიური მზაობა სასკოლო განათლებისთვის რთული მაჩვენებელია, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  • ინტელექტუალური მზაობა;
  • პიროვნული მზადყოფნა;
  • სოციალური და ფსიქოლოგიური მზაობა.

რამდენად სრულყოფილად არის ყველა ეს კომპონენტი ერთიანობაში ჩამოყალიბებული, განსაზღვრავს მომავალში ბავშვის კარგად სწავლას. ასოების და რიცხვების ცოდნა საამისოდ საკმარისი ნამდვილად არ არის.

ბავშვის ინტელექტუალური მზაობა გულისხმობს საკმაოდ ფართო მსოფლმხედველობას, იდეების თანმიმდევრულ სისტემას, შემეცნებითი პროცესების განვითარების დონეს და სკოლის დატვირთვის შესაბამის მეტყველებას. აღქმა უნდა იყოს საკმარისად შინაარსიანი, ობიექტური, მეხსიერება განვითარებული, ყურადღება - სტაბილური.

სკოლისთვის მზად მყოფ ბავშვს ისეთი გონებრივი ოპერაციები მოეთხოვება, როგორიცაა შედარება, განზოგადება, კლასიფიკაცია. მან იცის, როგორ აღმოაჩინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გამოიტანოს დასკვნები.

ამ უნარების გავარჯიშებაში საუკეთესოა საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალები, რომლებიც თამაშებით, სტიკერებით და ფერადი ილუსტრაციებით ამ პროცესს ბავშვისთვის საინტერესოს და სახალისოს ხდიან.

screenshot-2023-07-24-21-21-16-298-comandroid-1690705156.chrome.jpg

პირადი მზაობა სკოლისთვის - ბავშვის გამოხატული უნდა ჰქონდეს ინტერესი უშუალოდ სწავლისადმი. ის ნამდვილად უნდა ისწრაფვოდეს სკოლაში ახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად. ყალიბდება წარმატების მიღწევის მოთხოვნილება, ადეკვატური თვითშეფასება, ასევე ქცევის მართვის გარკვეული დონე. მომავალმა მოსწავლემ უნდა შეძლოს თავისი ქცევის სკოლის მოთხოვნებსა და წესრიგზე მორგება.

მომავალი პირველკლასელი კომუნიკაციის გარკვეულ უნარებს უნდა ფლობდეს. საუბარია თანატოლებთან კონტაქტის დამყარების, მათთან ერთად მოქმედების და საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვის უნარზე. მასწავლებელი ბავშვმა უნდა აღიქვას როგორც ავტორიტეტი, უნდა შეასრულოს მისი მითითებები, შენიშვნებმა კი შეცდომების გამოსწორების მოტივაცია უნდა მისცეს.

ბავშვები, რომლებიც არ არიან მზად სკოლაში სწავლისთვის, პირველ კლასში დიდ სირთულეებს აწყდებიან, განიცდიან უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს.გაღიზიანება და შფოთვა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ნაადრევი სასკოლო დატვირთვის შედეგებიდან. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიურ კომფორტს, არამედ მის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევებში არ ღირს, მოითხოვოთ ბავშვისგან კარგად სწავლა და აზრიც არ აქვს ასეთი მოლოდინის შექმნას.