სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ეკრანებზე ახალი ქართული ახალგაზრდული სერიალი "ცვალებადი ნიშნები", რომელშიც რამდენიმე ცნობილ მსახიობთან ერთად, გამოჩნდნენ ახალამობრწყინებული ქართველი ვარსკვლავები. მათ შორის კი არაერთია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილი.
მაგალითად, ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში ასრულებს მსახიობ მარიამ ჯოლოგუასა და ნაადრევად გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას ვაჟი ბუკა თოლორდავა, რომელიც ბავშვობიდან სცენაზე დგას და უკვე საკმაოდ გამოცდილია ამ სფეროში.
ასევე სამსახიობო დინასტიიდანაა ნატალია ყიფშიძე, ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, გიორგი ყიფშიძის და ცნობილი მოდელის კრისტი ყიფშიძის ქალიშვილი.
სერიალ "ჩცდ"-ს მსახიობის ეთო გუგავას ქალიშვილია ქართველ ლივ ტაილერად წოდებული, მშვენიერი ნია გუგავა, რომლისთვისაც ასევე არ არის პირველი როლი და მასაც უკვე აქვს შთამბეჭდავი სამსახიობო ბიორგაფია.
სერიალში მონაწილეობს ასევე ფოტოგრაფ მარი ნაკანის ქალიშვილი ლიტა თავაძე, რომლისთვისაც ეს სამსახიობო დებიუტია.
ასევე პირველად გამოჩნდა ეკრანზე ცნობილი კალათბურთელის ირაკლი ორდენიძისა და ცნობილი მოდელის, თამუნა გაბრიელაშვილის ვაჟი გიორგი ორდენიძე.