22 ივნისს, მოსკოვში გამართულ წვეულებას, რომელსაც საქართველოდან ჩასული მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული ჩანს, რომ წვეულებას ესწრებიან მომღერლები ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშა სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე. საღამოს ესწრება ასევე სოსო პავლიაშვილიც, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად „სამშობლოს“ მღერის.
ბანერზე, რომლის ფონზეც ქართველები მღერიან წერია Happy birthday Nia. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს ქართველი კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილის (ქუთაისკის) ქალიშვილი, ნია კოღუაშვილი აღნიშნავდა.
მომღერალი მიშა სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვში 6 წლის უნახავი მეგობრის დაბადების დღეზე ჩავიდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნუცა ბუზალაძეც მეგობრის დაბადების დღეზე იყო ჩასული და მას ამისთვის ჰონორარი არ აუღია.
ბადრი კოღუაშვილი (ქუთაისკი) ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდია. რუსულ მედიაში მას კრიმინალურ სამყაროში პირველ ნომერსაც კი უწოდებენ.
კოღუაშვილმა პირველად 20 წლის ასაკში 1984 ქურდობისთვის დააკავეს, სასამართლომ 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს არ დარჩენილა თავისუფალი. 1991 წელს კიდევ ერთხელ დააკავეს იარაღის უკანონო რეალიზაციისთვის, თუმცა მალე ციხე დატოვა. 1999 წელს ის უკვე მოსკოვში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. კრიმალური ავტორიტეტი სხვადასხვა დროს გასამართლებული იყო შვიდ ეპიზოდზე.
ბადრი კოღუაშვილი წლების წინ, ოჯახთან ერთად.კოღუაშვილი რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერის კალაშოვის (შაქრო მალადოი) მოსკოველ მემკვიდრედ ითვლება. ბადრი კოღუაშვილი საქართველოში წლებია არ ჩამოსულა. ბოლო წლებში ის რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და ბელარუსში გადაადგილდებოდა.
ნია კოღუაშვილი ბადრი კოღუაშვილისა და ენდი ძიძავას საერთო ქალიშვილია. ქალბატონ ენდის ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია, თამაშობდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში,“ სადაც ჩიკას დედას ასახიერებდა.
ქალბატონმა ენდიმ მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა...
- მზად ვარ ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია... იხილეთ სრულად