ბავშვები კლინიკებში ავადდებოდნენ უკურნებელი სენით, რომლის მიზეზსაც ვერავინ იგებდა... - გასაიდუმლოებული საბჭოური ამბავი, რომელსაც უამრავი ბავშვი ემსხვერპლა - მშობლები

ბავშვები კლინიკებში ავადდებოდნენ უკურნებელი სენით, რომლის მიზეზსაც ვერავინ იგებდა... - გასაიდუმლოებული საბჭოური ამბავი, რომელსაც უამრავი ბავშვი ემსხვერპლა

2023-06-26 13:26:25+04:00

1988 წელს ტრაგედიამ იმ დროს მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა. შიდსი, ანუ როგორც მაშონ უწოდებდნენ, "კაპიტალისტური დაავადება", ჩვილებს ერთ პატარა ქალაქში აღმოუჩინეს და სწორედ ის ქალაქი საუკუნის "ჭირის" ეპიცენტრად დაასახელეს.

ამბები საკმაოდ შემაშფოთებელი იყო. მაგალითად, 12 წლის ბიჭი სისხლჩაქცევების გამო საავადმყოფოში მოათავსეს, იქ შიდსით დაავადდა და ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა...

"ჩემი ვაჟი მეექვსე იყო, რომელსაც ეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. მასაჟისტმა, რომელიც აქამდე ჩვენთან რეგულარულად მოდიოდა, ერთხელ თქვა, რომ ჩემს პატარასთან მოსვლა აღარ შეეძლო. მალე მეზობლებიც აღარ გვეკონტაქტებოდნენ და საცხოვრებლის შეცვლა მოგვიწია." - იხსენებს ერთ-ერთი ბავშვის დედა...

3-1687771730.jpeg

იმას, რაც 1988 წელს ქალაქ ელისტაში მოხდა, საბჭოთა კავშირში საგულდაგულოდ მალავდნენ. თუმცა, ვისაც ტრაგედია ახსოვს, დღემდე "ელისტას ბავშვების" სახელი აშინებს. ისინი 1990-იან წლებში შავი ჭირის მატარებელ ადამიანებთან იყვნენ გაიგივებულნი და მათთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა. გადარჩენილები თავიანთ სახელებს მალავდნენ, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ გარიყულები რჩებოდნენ.

საქმე იმაში იყო, რომ ქალაქში შიდსი გავრცელდა, რომლის შესახებაც მაშინ თითქმის არავინ არაფერი იცოდა და მას მოსახლეობაში "შავ ჭირს" უწოდებნდნენ. ერთ საღამოს «Время»-ს ეთერში გამოცხადდა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში აივ-ინფექცია მასობრივად გავრცელდა. მთელი ქვეყანა შოკში იყო. მაშინ შიდსი ჰომოსექსუალების დაავადებად ითვლებოდა და ვერ იგებდნენ, რა ხდებოდა. თანაც, დაავადებით, ძირითადად, ჩვილები იღუპებოდნენ.

5-1687771754.jpeg
ვადიმ პოკროვსკი

შემთხვევებს ახალგაზრდა ინფექციონისტმა ვადიმ პოკროვსკიმ მიაქცია ყურადღება და გადაწყვიტა, გამოეკვლია, რამ გამოიწვია ინფექციის ასე მასობრივად გავრცელება. იქამდე სსრკ-ში შიდსის შემთხვევები აღმოჩენილი იყო, თუმცა ძირითადად აფრიკიდან სტუმრად ჩასულ სტუდენტებსა და სხვა ადამიანებთან ფიქსირდებოდა. ამჯერად კი თავად სსრკ-ს მცხოვრებს ჰქონდა, თუმცა მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

პოკროვსკიმ იპოვა 5 ადამიანი, რომლებიც შიდსით იყვნენ დაავადებულები. ერთ-ერთი მათგანი სისხლის დონორიც გამხდარა ისე, რომ საკუთარი დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და სამწუხაროდ, სხვებიც დააინფიცირა...

პირველი შემთხვევა ელისტას საავადმყოფოში დაფიქსირდა. დედასა და ახალშობილს აივ-ინფექცია აღმოაჩნდათ, სამწუხაროდ, ჩვილი გარდაიცვალა. მაგრამ, იმავე პალატაში მყოფი ახალშობილი ისე დაავადდა შიდსით, რომ მის არც ერთ მშობელს ეს ინფექცია არ ჰქონია და არც სისხლი გადაუსხამს ვინმეს.

4-1687771811.jpeg

პოკროვსკის უნდოდა, ეს თავსატეხი როგორმე ამოეხსნა. ამ მიზნით იგი ქალაქში ჩავიდა. საავადმყოფოში შეყვანისას ზოგიერთი ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და არც მათ მშობლებს აღენიშნებოდათ აივ-ინფექცია. მაშ როგორ ხდებოდა ისე, რომ ამ დაავადებით სხვებიც ავადდებოდნენ და იღუპებოდნენ? ძიების შედეგად დადგინდა, რომ სწორედ იმის გამო, რომ ექიმებს სათანადო ინფორმაცია და ცოდნა არ ჰქონდათ, ავტომატურად თავად გახდნენ დაავადების გამავრცელებლები. აღმოჩნდა, რომ ისინი აივ-ინფიცირებულ ბავშვებთან რომელ ნემსსაც იყენებდნენ, ნემსებს ცვლიდნენ, მაგრამ სხვა პაციენტებთან შპრიცები იგივე იყო. ელისტას საავადმყოფოში შპრიცებს დეზინფექცია არ უტარდებოდათ და შესაბამისად, ახალშობილები, რომლებსაც აივ-ინფექცია არ ჰქონდათ, სწორედ შპრიცით დააინფიცირეს.

როდესაც ბავშვების მდგომარეობა უარესდებოდა, სხვაგან გადაჰყავდათ, მაგრამ შპრიცების არგამოცვლის პრაქტიკა, როგორც ჩანს, იქაც ისეთივე იყო, ამიტომაც დაავადების ახალ-ახალი კერები ჩნდებოდა და პირველ ეტაპზე ვერავინ იგებდა, ასე რატომ ხდებოდა.

ამის შემდეგ საბჭოთა კავშირში შიდსთან ბრძოლის ცენტრები შეიქმნა. პოკროვსკიმ ყველა ადამიანის შესწავლა დაიწყო, გადარჩენილებს კი სპეციალურ სიაში ათავსებდა. შედეგად, 75 ინფიცირებული ბავშვისა და 4 ქალის სახელები და გვარები იყო ცნობილი.

6-1687771825.jpeg

მთავარ ამოცანად კი იმ ადამიანის პოვნა რჩებოდა, რომელმაც პირდაპირ, თუ ირიბად ამდენი პაციენტი დააინფიცირა. რეგიონში ტესტირების ანონიმური პუნქტები განთავსდა, სადაც შიდსზე ყველას ტესტავდნენ. სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ნულოვანი პაციენტიც, რომელმაც სხვები დააინფიცირა. იგი ერთი ჩვეულებრივი მამაკაცი, 2 შვილის მამა იყო.

პოკროვსკიმ აღმოაჩინა, რომ დაავადების გავრცელება 1988 წლის მაისში დაიწყო. საავადმყოფოში გარდაიცვალა ჩვილი, რომლის სიმპტომებიც შიდსის სიმპტომებს ემთხვეოდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვის მშობლებიც ინფიცირებულები იყვნენ. ბავშვის მამა სწორედ ნულოვანი პაციენტი იყო...

კაცი 1982 წელს საზღვაო ფლოტზე მსახურობდა, რომელიც კონგოს პორტში მიდიოდა. აფრიკაში ერთ-ერთ ადგილობრივ ქალთან მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა და შიდსით დაავადდა. როდესაც სახლში დაბრუნდა აივ-ინფექციით ცოლიც დააინფიცირა. მათი პირველი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო. მეორე კი, რომელიც უკვე ინფიცირებულმა დედამ გააჩინა, ელისტას საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა, იქამდე, ვიდრე ბავშვი გარდაიცვლებოდა, ის შპრიცი, რომლითაც მას ნემსს უკეთებდნენ, სხვა მრავალი პაციენტის შემთხვევაში ისე გამოიყენეს, რომ დეზინფექცია არ გაუკეთებიათ. შედეგად, ელისტას საავადმყოფოში სხვა უამრავი ბავშვი დაავადდა და გარდაიცვალა...

7-1687771870.jpeg

როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, საბჭოთა კავშირში ამ შეცდომის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობდნენ. მეტიც, გამოიგონეს ვერსია, რომ ელისტაში ბავშვები იმუნოგლობულინით დაინფიცირდნენ.

სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, ძალიან დიდი დევნის მსხვერპლნი იყვნენ. მათ ყველა გაურბოდა და ერთ-ერთმა გოგონამ ორჯერ თვითმკვლელობაც კი სცადა.

მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რამდენიმე გადარჩენილმა სასამართლოსაც კი მიმართა, მაგრამ გამოძიება 5-ჯერ შეწყდა და საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.