მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, როგორ და რას ხედავენ მათ ახალშობილი შვილები. არჩევენ თუ არა სახეებს, ხედავენ თუ არა ფერებს. გთავაზობთ მშობლებში ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე პასუხებს.
თუ ბავშვი დროულად დაიბადა და მისი თვალის სისტემა სწორად არის ჩამოყალიბებული, როგორც ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ვიზუალური ანალიზატორების მუშაობაზე, მაშინ ის მშობიარობისთანავე ხედავს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი მხედველობა - არაუმეტეს 4-5% იმისა, რასაც კარგი მხედველობის მქონე ზრდასრული ხედავს.
ვიზუალური სისტემა ყველაზე რთულია სხეულში. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ტვინის აქტივობის 40% მოდის ვიზუალური სისტემის კონტროლზე (როგორც მოზრდილებში, ასევე ახალშობილებში).
თუ ვიზუალურ სისტემას შევადარებთ კომპიუტერს, მაშინ ჩვენი თვალები ვიდეოკამერაა, მაგრამ სერვერები, ვიდეო ბარათები და მონიტორი ტვინშია. ვიზუალური სისტემა იწყებს მუშაობას, როდესაც იმპულსები იწყებენ ტვინში შეღწევას, ანუ იმავე მომენტიდან, როგორც კი თვალები გაახილა.
მხედველობის 4-5% ბავშვს საშუალებას აძლევს, დაინახოს ყველა საგანი ძალიან გაურკვევლად, თითქოს ნისლშია, დიდი საგნები კი გამოირჩევიან საერთო ფონზე. პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში ბავშვი ხედავს მის მახლობლად მდებარე ობიექტებს - არაუმეტეს 20-25 სმ მანძილზე. ამიტომ დედის სახე კვების დროს, რომელიც მხოლოდ ხედვის ველშია, ძალიან სწრაფად ამახსოვრდება მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მას პირველ რიგში ყნოსვით, გულისცემით გრძნობს.
სიცოცხლის პირველი თვის ბოლოს ბავშვი ცოტა უფრო შორს ხედავს - 30 სმ მანძილზე შუძლია თვალი მიაყოლოს ობიექტს, განასხვავოს სილუეტები 1 მეტრამდე მანძილზე. თვენახევარში ბავშვი გამოარჩევს მრგვალ, მოცულობით საგნებს, მაგალითად, ბურთის. სამი თვისთვის კი შეუძლია განასხვავოს არა მხოლოდ დედის, არამედ მასთან მუდმივ კონტაქტში მყოფი სახეები - მამა, ბებიები, ძიძა.
ოთხი თვისთვის ბავშვი განასხვავებს მოძრავ სათამაშოებს, ხოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ნათლად ხედავს პატარა საგნებს. ერთი წლისთვის თითქმის ისე ხედავს, როგორც ზრდასრული, თუმცა მხედველობა ვითარდება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით 3-4 წლამდე.
სიცოცხლის პირველივე კვირაში ბავშვი 3-4 წამზე მეტს ვერ ვერ აჩერებს ობიექტზე მზერას. ოთხი თვის შემდეგ მზერა უკვე ორიენტირებულია იმაზე, რაც მას აინტერესებს. მაგრამ ის სურათს მთლიანობაში დაახლოებით 1 წლამდე ვერ აღიქვამს.
თავდაპირველად, ის ვერ აღიქვამს ფერებს, ეს უნარი 2,5 თვისთვის მოვა. ბავშვი ძირითად ფერებს სიცოცხლის დაახლოებით მე-5 თვისთვის განასხვავებს.
როგორ ხედავენ ახალშობილები მშობლებს და ამჩნევენ თუ არა ღიმილს?
თქვენი სახის გამომეტყველება და ღიმილი დიდად დაეხმარება ბავშვთან თვალის კონტაქტის დამყარებას. უმჯობესია, თქვენი სახე ბავშვის თვალებიდან არაუმეტეს 20-25 სმ დაშორებით იყოს.
რა თქმა უნდა, დედის - მისთვის ეს ყველაზე ლამაზი სახეა. და ასევე მკაფიო ფერების სათამაშოებზე, განსაკუთრებით შავ-თეთრ გეომეტრიულ ნიმუშებზე, ფიგურებზე. თუ მასთან დაახლოებული უფროსები მკვეთრად იცვლიან გარეგნობას, ისინი შეიძლება ვერ იცნოს და ტირილიც კი დაიწყოს.
გავრცელებულია მითი, რომ ყველა ბავშვი სიელმით იბადება და შემდეგ ეს სიმპტომი თავისით ქრება. მსგავსი არაფერი! უბრალოდ, ახალშობილებს ახლო-ახლოს აქვთ თვალები განლაგებული, პლუს ცხვირის ფართო ხიდი, ე.ი. სახის ჩონჩხის ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული. დროთა განმავლობაში, 6 თვეში, როცა ყველაფერი გამოსწორდება, გვგონია, რომ სიელმე გაქრა.
მაგრამ თუ ბავშვს ერთი თვალი აქვს სწორი, ხოლო მეორე ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ ან მარცხნივ „გაურბის“, მაშინ ეს ნამდვილი სიელმეა და ექიმსუნდა მიმართოთ.