სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ ცნობილი მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი 20 წლით უმცროსი მეუღლე, ფოტოგრაფი ენი გასოევა დაშორდნენ. საზოგადოებამ ამის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებით და შემდეგ, გიორგი ყიფშიძის დის, ლენუკა ყიფშიძის საჯარო პოსტით შეიტყო.
ენი დღეს "დღის პოსტის" სტუმარი იყო და იქ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ენის თქმით, ის და გიორგი 6 თვეზე მეტია დაშორებულები არიან, რასაც არ ჰქონია რაიმე კონკრეტული მიზეზი. მას დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან და ის ჩვეულებრივ არის ჩართული კვლავ, მათი ორი შვილის აღზრდაში. "გიორგი იდეალური მამაა, სასწაული... მეც ყოველთვის მეყვარება და გულში მყავს...", - ამბობს ენი. ასევე თბილად საუბრობს გიორგის უფრო ქალიშვილ ნატალიაზე, რომელთანაც წლებია, მეგობრობს. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან უსიამოვნო იყო მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და ყოფილი მულის განცხადება.
თეკლა ჟვანია