ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარება - ეს ნებისმიერი მშობლის მიზანია, რომლის მისაღწევადაც ენერგიასა და რესურსს არ იშურებს. სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინისა და მინერალის ადეკვატურ ბალანსს. მათ შორისაა კალციუმი და D ვიტამინი.
D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომლის ძირითადი ფუნქცია სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნება და ძვლის სიმკვრივის უზრუნველყოფაა. ის აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებშიც. D ვიტამინის ნაკლებობა მოქმედებს იმუნიტეტის სიძლიერესა და ბავშვის სწავლის უნარზე, გუნება-განწყობაზე. D ვიტამინის დეფიციტი ნეგატიურ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზეც. ამ პრობლემის დროს პატარა აღარ არის აქტიური და ბევრს არ თამაშობს.
კალციუმს ხშირად უწოდებენ სხეულის საშენ მასალას და მისი დეფიციტი სწორედ ამიტომ უკავშირდება უამრავ გართულებას. მისი ნაკლებობა განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის კბილებს.
D ვიტამინის მიღების საუკეთესო წყარო არის მზე. მიუხედავად ამისა მხოლოდ მზით საჭირო ვიტამინების დაგროვება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ პატარებს პედიატრები დაბადებისთანავე უნიშნავენ D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზას. როდესაც ბავშვი წამოიზრდება და დაბალანსებულ კვებას იწყებს, მნიშვნელოვანია მისი საკვები რაციონი იყოს სრულფასოვანი და აუცილებლად მიირთვას D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. ოკეანის ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული და თინუსი მისი საუკეთესო წყაროა. თევზი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, ამცირებს გულის დაავადებებს, შეუცვლელი პროდუქტია სახსრებისთვის. ხშირად მას ბუნებრივ „ანტიდეპრესანტადაც“ მოიხსენიებენ. თუმცა მხოლოდ თევზით ვიტამინების დღიური ნორმის მიღება შეუძლებელია.
ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რძე და რძის ნაწარმი. არის შემთხვევები, როდესაც რთულია, ბავშვის რაციონში საჭირო რაოდენობის რძის ნაწარმი შეიტანო. ამ დროს ფრანგული ბრენდის „რასტიშკას“ იოგურტი მშობლების კარგი დამხმარეა, რადგან ხილის ნატურალური გემო, რომელიც მას აქვს, ყველა ბავშვს მოსწონს. „რასტიშკას“ იოგურტები ხელმისაწვდომია პაუჩის ფორმითაც, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. პაუჩის ფორმით იოგურტი სწორედ ის ჯანსაღი წასახემსებელია, რომელიც თქვენს პატარებს სათამაშო მოედნებზე თამაშისა და ქალაქგარეთ გასვლის დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ.
პროდუქტის ყოველ 100 გრამში შედის მთლიანი მასის 15% D ვიტამინი და 25% კალციუმი, რაც 3-10 წლამდე ბავშვის კვებით რაციონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კალციუმით და D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტი მისცემს ბავშვებს მეტ ენერგიას თავგადასავლებისთვის, ახალი ინფორმაციის შესწავლისთვის და სათამაშო მოედნების დასაპყრობად.
ყოველდღიურად, დილის მზეზე ნახევარი საათი ყოფნა კი D ვიტამინის დეფიციტის პრევენციის საუკეთესო გზაა.
R