მას შემდეგ, რაც გიორგი ყიფშიძის და ენი გასოევას დაშორების შემდეგ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ინტერნეტი მათი ვიდეოებითა და ფოტოებითაა აჭრელებული. დუმილი დაშორების შემდეგ ენიმ დაარღვია, ერთ-ერთ ტელევიზიაში მიწვეული იყო სტუმრად, სადაც ამბობდა, რომ ის და გიორგი 6 თვეზე მეტია დაშორებულები არიან, რასაც არ ჰქონია რაიმე კონკრეტული მიზეზი. მას დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან და ის ჩვეულებრივ არის ჩართული კვლავ, მათი ორი შვილის აღზრდაში.
გარდა ამისა, ისაუბრა ლენუკაზე, ნატალიაზე, რომელთანაც მეგობრობას აგრძელებს. გიორგის ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოც.ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ეძებს ძიძას ორი და სამი წლის ბავშვისთვის, მათზე რომ იზრუნოს, გაასეირნოს, აჭამოს. ვიდეომ ბევრი კითხვა გააჩინა, შვილებისა და დედის ურთიერთობაზე, თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი უცნობია. შეგახსენებთ, რომ ენის და გიორგის რამდენიმე წლიანი თანაცხოვრებისას 2 შვილი კოსმო და ლუნა შეეძინათ.
თეკლა ჟვანია