შაბათს 64 წლის ამერიკელი მომღერალი მადონა უგონო მდგომარეობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მომღერალს რეანიმაციული ღონისძიებები დასჭირდა, მათ შორის ინტუბირება და სასუნთქ აპარატზე მიერთება. რამდენიმე დღის განმავლობაში ვარსკვლავი მძიმე მდგომარეობაში იყო და მხოლოდ მაშინ, როცა გაუმჯობესება დაეტყო, ამის შესახებ საზოგადოებას მისმა მენეჯერმა გაი ოსირიმ განუცხადა. მომღერლის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების მიზეზად მან "სერიოზული ბაქტერიული ინფექცია" დაასახელა.
ახლა მადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება, ამიტომ ივლისში დაგეგმილი The Celebration საკონცერტო ტურნე, რომელიც ვარსკვლავის მუსიკალური კარიერის 40 წლის იუბილეს დაემთხვა, უნდა გადაიდოს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადონას ინტენსიური თერაპია დასჭირდა, შოკი იყო მისი მილიონობით გულშემატკივრისთვის. რა შეიძლება დაემართოს მომღერალს, რომელიც, სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, ენერგიულია და კარიერის გასაგრძელებლად ენთუზიაზმითაა სავსე. მადონამ ასაკის მიუხედავად, ძალიან ახალგაზრდად გამოიყურება, ჰოსპიტალიზაციამდე ერთი დღით ადრე მან სოციალურ ქსელებში კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
მაგრამ ის, რაც მომღერალს შაბათს დაემართა, მისი ჯანმრთელობის სერიოზული გამოცდა იყო. როგორც მადონას ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ისინი „ყველაზე უარესისთვის ემზადებოდნენ“.
„ბოლო ორი დღე არავინ იცოდა, თუ რა მიმართულებით განვიტარდებოდა მოვლენები. ყველას ეშინოდა, რომ მისი დაკარგვის და ნამდვილად იყო ასეთი რისკი, ”- განუცხადა DailyMail -ს მომღერლის ახლობელმა.
ვარსკვლავის პრესსამსახური არ აკონკრეტებს მადონას სამედიცინო ისტორიას. მომღერალთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის საათების განმავლობაში ტავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ტურნე სრულყოფილი გამოსულიყო, რეპეტიციებს კვირაში ექვს დღეს ატარებდა და "ყველას აოცებდა თავისი პერფექციონიზმით".
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სხეულის რესურსები უსასრულო არ არის. მადონა, ახლობლების სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, თავს არასდროს ზოგავდა - მისთვის კარიერა ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.
"ის არ ეწეოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, როგორიც მისი ასაკი მოითხოვდა და ბოლო ორი თვის განმავლობაში წონაშიც საგრძნობლად დაიკლო. ის ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, არადა ნამდვილად არ არის ასე", - ამბობს მომღერლის ერთ-ერთი ნათესავი.
უცნობია, ზუსტად რა ინფექციამ გამოიწვია მადონას მძიმე მდგომარეობა, თუმცა, კლივლენდის კლინიკის თანახმად, ბაქტერიულმა ინფექციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის ბევრ ორგანოსა და სისტემაზე: „ბაქტერიული ინფექციები ჩვეულებრივ ადვილად იკურნება ანტიბიოტიკებით. თუმცა, ისინი ღრმად აღწევენ თქვენს სხეულში, სისხლში, გულში, ფილტვებში ან ტვინში, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა“, - აცხადებენ კლინიკაში.
დასავლური მედიის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მომღერლის ძველმა დაზიანებებმა და ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინა თავი. რამდენიმე წლის წინ Madame X-ის ტურნეზე იძულებული გახდა რამდენიმე სპექტაკლი გაეუქმებინა ბარძაყისა და მუხლის ტკივილის გამო.
2020 წლის მაისში მადონამ გამოაცხადა, რომ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას იტარებდა ტრავმის სამკურნალოდ, როცა სცენაზე დაეცა. იმ დროს ვარსკვლავმა თავი დაახასიათა, როგორც "გატეხილი თოჯინა, რომელიც ლენტითა და წებოთი იყო შეკრული".
მომღერლის ჯანმრთელობაც ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღების ცენტრშია. ამ წლის დასაწყისში, გრემის დაჯილდოებაზე მადონას გამოჩენის შემდეგ, საზოგადოებამ გააკრიტიკა იგი გარეგნობის რადიკალური ცვლილების გამო, ზოგი ვარაუდობს, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
ახლობლების თქმით, თაყვანისმცემლების ნეგატიური რეაქცია მადონაზე ძალიან მოქმედებს. მან ყოველთვის იცის, რას ამბობენ მასზე და ითვალისწინებს. ”ის ხედავს და ესმის, რასაც ხალხი ამბობს მასზე, და სურს ისევ დაემსგავსოს საკუთარ თავს, ამისთვის უამრავ პროცედურას იტარებს და თავს არ ზოგავს, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს.”