პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცოტა ხნის წინ გახდა პატარა შარლოტას დედა, რომელიც შვეიცარიაში გააჩინა. თუმცა ბავშვის მამის ვინაობა კვლავ არ საჯაროვდება. ხატია დღეს მეორედ გამოჩნდა სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად, რომელსაც ბუნებრივად კვებავს და მიმართა კოლეგებს და გულშემატკივრებს, რომ ჯერ არ ჩქარობს სცენაზე დაბრუნებას. მისი თქმით, რეპეტიციები და კონცერტები ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, "ეს კი მეტისმეტად ბევრია და მეტისმეტად ადრეა, რომ ჩემს პატარა გოგონას მოვთხოვო, როგორც მეძუძურმა დედამ", - ამბობს ხატია და იმედოვნებს, რომ 27 აგვისტოს შვეიცარიაში დანიშნულ კონცერტზე გამოჩნდება.