ჯიუტი სპილო - მშობლები

ჯიუტი სპილო

2015-02-06 11:33:59+04:00

აფრიკაში ერთი პატარა სპილო ცხოვრობდა. ისეთი ჯიუტი იყო, ისეთი ჯიუტი, რომ ვერავინ ვერაფერში დააჯერებდა... აფრიკაში ერთი პატარა სპილო ცხოვრობდა. ისეთი ჯიუტი იყო, ისეთი ჯიუტი, რომ ვერავინ ვერაფერში დააჯერებდა. ერთხელ მისი მშობლები სხვა სპილოებთან ერთად სასეირნოდ წასასვლელად გაემზადნენ.

- შენც წამოდი, - უთ­ხრა მამა სპილომ შვილს.

- არ წამოვალ! - გაჯიუტდა პატარა სპილო.

- წამოდი! - სთხოვა დედა სპილომ.

- არ წამოვალ! - უპასუხა პატარა სპილომ.

- წამოდი! - სთხოვეს უფროსმა ძმებმაც.

- არ წამოვალ! უჩემოდ წაბრძანდით და ისეირნეთ!

აღარაფერი უთქვამთ, მიატოვეს ჯიუტი სპილო და სასეირნოდ წავიდნენ.

მარტო დარჩენილი სპლიყვი გაიბუტა:

- დამტოვეთ არა? დღეიდან აღარ მინდა, სპილო ვიყო!

mshoblebiიფიქრა, იფიქრა და გა­დაწყვიტა, ვეფხვი გამხდა­რიყო. გაგორდა მიწაზე, ფეხები მაღლა აიშვირა და ვეფხვივით ღრიალი მორთო. შორიახლოს კურდღელმა გაირბინა. შეჩერდა, პატარა სპილოს შეხედა, ხომ არ გაგიჟდაო და მაშინვე მოკურცხლა. სპლიყვი ფეხზე წამოხტა.

- არა, არც ვეფხვობა მინდა, კურდღლობა უფრო მომწონს. - წამოიძახა მან და ყურცქვიტას გაეკიდა. დიდი ყურები ბანანის ფოთლებივით უფრიალებდა, სქელი ფეხები ერთმანეთში ეხლართებოდა, მალე ისე დაიღალა, რომ ყველაფერი ასტკივდა და სულის მო­სათქმელად შეჩერდა, უცებ მწვანე ბაყაყს მოჰკრა თვალი.

- გამარჯობა, როგორ ხარ? - ჰკითხა ბაყაყს.

- ცუდად! - უპასუხა ბაყაყმა. - შვილები მდინარის ნაპირას სასეირნოდ გავუშვი, მეშინია, ნიანგის ღორმუცელა შვილებმა თა­მაშის დროს შემთხვევით არ გადასანსლონ.

- მეც მინდა თამაში, ამოვცოცდები მაგ ქვაზე და ერთად ვიხტუნაოთ.

- არა, არ მინდა! - იუა­რა ბაყაყმა.

- ვითომ რატომ არ გინდა? ჩემთან თამაშს არ კადრულობ?

- შენ ისეთი დიდი და მძიმე ხარ, თანაც ჩემი შვილების დარდი მაწუხებს, რა მეხტუნავება! ნახვამდის! - თქვა ბაყაყმა და ისე შორს გადახტა, რომ პატარა სპილომ თვალი ძლივს მოჰკრა.

- არ გინდა და კისერიც გიტეხია! - ჩაიბუზღუნა სპლიყვმა, - წავალ და შენზე უკეთეს მეგობარს მოვნახავ!

დიდხანს სიარული არ დასჭირვებია. მინდორში მაიმუნები დაინახა - დახტოდნენ და დაჭერობანას თამაშობდნენ.

- აი, მეც ეს თამაში მომწონს, - თქვა პატარა სპილომ და დაუძახა, - მაიმუნებო! შეიძლება, თქვენთან ერთად ვითამაშო?

- ითამაშე, ითამაშე! - ისე ხმამაღლა აჭყივლდნენ მაიმუნები, რომ სპილო გააყრუეს. მერე მიესივნენ, ერთი კუდში სწვდა, მეორე ხორთუმზე ჩამოეკიდა, მესამე ზურგზე შეახტა, ზოგი კი ყურებზე ექაჩებოდა ან მუცელზე უღიტინებდა. პატარა სპილო ცდილობდა, მაიმუნები დაეჭირა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ბოლოს ისე დაიღალა, რომ ძალა გამოელია და აყვირდა:

- არა, არც თქვენთან თამაში მინდა და არც მაიმუნობა მომწონს!

mshoblebiგაბრაზებული სპილუკა გაიქცა, მაიმუნები უკან გა­მო­უდგნენ, დასცინოდნენ, ჭყიოდნენ და ქვებს ესროდნენ. როგორც იქნა სპილომ მაიმუნებს თავი დააღწია და გზაზე ტოტიდან ტოტზე მოფრთხიალე ჭრელ თუთიყუშს მოჰკრა თვალი.

- ბოლოს და ბოლოს მივხვდი, ვისაც უნდა დავემსგავსო, - გაიფიქრა სპილომ და გადაწყვიტა, ფრენა ესწავლა.

- აბა აფრინდი! - უთხრა თუთიყუშმა. პატარა სპილო, თავისი ჭკუით, ახტა, მაგრამ რატომღაც ვერ აფრინდა, ძირს დაენარცხა და ფეხი იტკინა. თუთიყუშმა დამცინავად გადახედა.

- რას დამცინი, ვერა ხედავ, აქ პატარა ადგილია, ხომ უნდა გავიქცე! - ჩაიბურტყუნა დარცხვენილმა სპილომ.

- წამოდი, მე გიჩვენებ, საიდან შეიძლება კარგად გაფრინდე, - უთხრა თუთიყუშმა და ხრამისკენ გაეშურა. ხრამის პირას გაჩერდა, ფრთები გაშალა და აფრინდა. პატარა სპილოც მოემზადა გასაფრენად, ხელ-ფეხი გაშალა, ახტა, ძირს კოტრიალ-კოტრიალით დაეშვა და წყალში მოადინა ტყაპანი. გაწუწული სპილო ნაპირზე ძლივს ამოფოფხდა და უცებ დედა-სპილოს მოჰკრა თვალი. დედა მდუმარედ შესცქეროდა ჯიუტ შვილს და უკმაყოფილოდ იქნევდა თავს. სპილუკას ძალიან შერცხვა. მერე თავისთვის ჩაილუღლუღა: - არავისაც არ მინდა, ვგავდე. სულ სპილო ვიქნები და სასეირნოდაც თქვენთან ერთად ვივლი!

დედიკომ ხორთუმი სიყვარულით გადაუსვა თავზე ჯიუტ შვილს და სპილოების ბედნიერი ოჯახი სასირნოდ გაეშურა.

პოლონური ზღაპარი