მსოფლიოს ულამაზეს ქალთა სიის ლიდერი არაერთხელ, მშვენიერი ლივ ტაილერი ახლახან გახდა 46 წლის. ლივს სამი შვილი ჰყავს და ძალიან ბევრ დროს უთმობს შვილებს. მათ გამო არაერთ პროექტზეც თქვა უარი. შვილების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად გამონაკლისი იყო - 18 წლის ვაჟმა მაილომ სკოლა დაამთავრა და საზეიმო ღონისძიებას ლივი უმცროს ქალიშვილთან - ლულუსთან ერთად ესწრებოდა.
ასევე გამოაქვეყნა ლივმა უმცროსი ვაჟის - სეილორის ფოტო, რომელიც ღონისძიებაზე წასასვლელად ემზადებოდა.
სეილორი და ლულა ლივს ყოფილი რჩეულისგან, სპორტული აგენტის დეივ გარდნერისგან ჰყავს. მაილო კი ყოფილ ქმართან, მუსიკოს როისტონ ლენდგონთან ქორწინებისას შეეძინა. უცნობია, ესწრებოდა თუ არა რეისტონი შვილის გამოსაშვებ საღამოს.