საზაფხულო არდადეგები დაიწყო და მათთან ერთად მოდის ჯადოსნური დრო, როდესაც ბავშვებს შეუძლიათ თავი დააღწიონ ყოველდღიურ საზრუნავს და ჩაეფლონ საინტერესო ისტორიებში, ამაღელვებელ თავგადასავალსა და წარმოუდგენელ სამყაროებში მხოლოდ წიგნების გვერდების გადაშლით.
კითხვის გასართობი და საგანმანათლებლო ძალა შეუდარებელია, ზაფხული კი იდეალური დროა ლიტერატურის შესაყვარებლად და კარგ წიგნთან ერთად დაუვიწყარი საათების გასატარებლად. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ საბავშვო წიგნების შთამაგონებელ ასორტიმენტს, რომელიც თქვენს ბავშვებს საინტერესო თავგადასავალს აჩუქებს და დაეხმარება მათ კითხვის სამყაროსთან დაკავშირებაში.
მოამზადოთ წიგნების ზურგჩანთა და ამოგზაურეთ პატარები საზაფხულო საკითხავის ამაღელვებელ სამყაროში!
ალბათ წარმოუდგენელია ზაფხული სათავგადასავლო წიგნის გარეშე. ეს წიგნები დააინტერესებს იმ ბავშვებსაც კი, რომლებიც პირველად ეცნობიან წიგნებს.
ასაკი 6-12 წლამდე
სულ ცოტა ხანში ბებეს გაიცნობთ - მაწანწალების უფლისწულს, მოხერხებულ, მახვილგონიერ და კეთილ ბიჭუნას, რომელთან ერთადაც დიდ თავგადასავალში გაეხვევით. თამრი ფხაკაძის მორიგი თავბრუდამხვევი, სასაცილო და ჭკუისსასწავლი წიგნი ძალიან მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიებში. წიგნის გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ქალაქში გადასახლდებით, სადაც ხან ცრუპენტელების ქუჩაზე აღმოჩნდებით, ხან ჭორისუბანში, ხან ალალმართალთა შესახვევში ამოყოფთ თავს და ხან ტრაბახის გამზირზე... ვის არ გაიცნობთ: დოდი ღვეზელყლაპიას, ბიცოლა დარიჩინას, ყაჩაღების უფროს ბარნაბას, პოლიციელ კაპიტონს, ქალბატონ ღვარღვარას გულჩვილთა ქუჩიდან, ფოსტალიონ ჩიტოს...
ასაკი 6-8 წლამდე
მფრინავი კატა გაგიგია ? ალბათ, არა, თუმცა ახლა გაიცნობ. კეთილი, სამართლიანი და მზრუნველია კატა კოტო, თანაც დაფრინავს. ვერ ეგუება უსამართლობას და სხვების ჩაგვრას. ბედნიერია ჩვენი კოტო, რადგან თავისუფალია, ლაღია და, რაც მთავარია, ფრენა შეუძლია. გაიცანი კატა კოტო და მაშინვე შეგიყვარდება.
ასაკი 3-6 წლამდე
ამ წიგნში რიტოს გაიცნობ, პატარა, გონიერ თევზს, რომელიც უცბად იქცევს ყველას ყურადღებას ერთი, მისგან დამოუკიდებელი, მიზეზის გამო - რიტოს, სხვა თევზებისგან განსხვავებით, ფარფლები არ აქვს და ცურვა არ შეუძლია. წარმოიდგინე, როგორ უნდა იცხოვროს უზარმაზარ ოკეანეში თევზმა, რომელიც ვერ ცურავს! ვერ წარმოიდგინე, არა? ამ წიგნში წაიკითხავ, რომ იქ, სადაც არის მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ცოდნა, ყველაფერი შესაძლებელია _ უფარფლებოდ ცურვაც, უფეხებოდ სიარულიც და, რაც მთავარია, სრული თანასწორობა.რიტოსთან, ბოკისთან და სხვა წყალქვეშა ბინადრებთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი და ჯადოსნური თავგადასავალი გელის.
ვიმეცადინოთ არდადეგებზე - I კლასი
წიგნი „ვიმეცადინოთ არდადეგებზე“ ბავშვებს I კლასში შეძენილი ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება. „ვიმეცადინოთ არდადეგებზე“ სავარჯიშოებითა და ფერადი ილუსტრაციებით მდიდარი გამოცემაა. ის მოიცავს: მშობლიური ენის, მათემატიკის, ბუნების, ქცევის წესების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, სტატისტიკის, მუსიკის შესახებ შედგენილ სავარჯიშოებს, თამაშებსა და დავალებებს, ასევე, კვებასთან, ჯანმრთელობასთან, მოძრაობის წესებთან, გართობასა და თამაშთან დაკავშირებულ აქტივობებს. სავარჯიშოები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ამ ასაკისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების განვითარებას. პატარებს უთუოდ გაუადვილდებათ სახალისო სავარჯიშოებზე მუშაობა. წიგნი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად არის შედგენილი
ვიმეცადინოთ არდადეგებზე - IIკლასი
ყველა ბავშვს უყვარს თავსატეხები და გამოცანები. წიგნი „ვიმეცადინოთ არდადეგებზე“ ბავშვებს II კლასში შეძენილი ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება.
სამაგიდო თამაშები არა მხოლოდ სახალისო გასართობი, არამედ ღირებული განვითარების ინსტრუმენტია ბავშვებისთვის. ისინი გვთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას გააერთიანონ გართობა სწავლასთან და სოციალურ ინტერაქციასთან. თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ გადაწყვეტილებების მიღებას, სტრატეგიული აზროვნების და დაგეგმვის განვითარებას, სიტუაციების ანალიზს და შედეგების პროგნოზირებას. ისინი ასევე სწავლობენ გუნდში მუშაობას, კომუნიკაციას, სხვების მოსაზრებების მოსმენას და კომპრომისების მიღებას. ყველა ეს უპირატესობა სამაგიდო თამაშებს ბავშვების განვითარების განუყოფელ ნაწილად აქცევს და იმსახურებს ადგილს ზაფხულის არდადეგების გასართობ ზურგჩანთაში.
ასაკი 3-6 წლამდე.
საყვარელი მულტფილმის გმირი თოვლის გუნდა სათამაშოდ გიწვევთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც თამაში და მხიარულება უყვარს.
საგზაო მოძრაობის წესების ყუთი ბავშვებისთვის. 24 სახალისო ბარათი, რითაც ბავშვები შეძლებენ საგზაო მოძრაობის წესების სწავლას მათივე უსაფრთხოებისთვის. ავითარებს შემდეგ უნარებს: სამოქალაქო ცნობიერებას, სოციალურ პასუხისმგებლობას, ლოგიკას და ანალიზის უნარს.
„ანბანი“ სამაგიდო თამაშია, რომელიც ბავშვებს ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება - თამაშ- თამაშით სწავლა ხომ მარტივი და სახალისოა! "
ათამაშეთ ბავშვები დროშების ლოტო- სახალისო-შემეცნებითი სამაგიდო თამაშით, რომელიც ძალიან გაუადვილებს დროშების შესწავლის პროცესს.
R