ამ წყვილმა თავისი ოცნების პაწაწინა სახლი ააშენა და დაამტკიცა, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის! - მშობლები

ამ წყვილმა თავისი ოცნების პაწაწინა სახლი ააშენა და დაამტკიცა, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის!

2015-01-09 08:43:29+04:00

მათ სახლი 22 ათას დოლარად ააშენეს მორისონების ოჯახი დიდი ხანი ოცნებობდა საკუთარ სახლზე. ენდრიუ და გაბრიელა რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ ფული დაეგროვებინათ ახალი კომფორტული საცხოვრებლის საყიდლად. 10-წლიანი ამაო მცდელობის შემდეგ, როცა სათანადო თანხა ვერ შეაგროვეს, გადაწყვიტეს, დაგროვილი თანხით პატარა კომფორტული სახლი აეშენებინათ და ეს ეკმარათ. ამისთვის სულ 22 ათასი დოლარი დასჭირდათ.

დღეს მორისონები აღარ ფიქრობენ არც კრედიტებზე და არც ვალებზე. სახლის ფართობი სულ 20 კვადრატული მეტრია, მაგრამ კომპაქტური დიაზინის ხარჯზე ოჯახს ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება.

mshoblebi

პაწაწინა სამზარეულო საკმაოდ ვრცელი ჩანს. სამზარეულოს უჯრებსა და თაროებზეც არის საკმაო ადგილი.

mshoblebi

სახლში მოიძებნა ადგილი სამკითხველო ზონისთვის, სასადილო მაგიდა კი მარტივად გადაკეთდება სამუშაო მაგიდად.

mshoblebi

სივრცის თითოეული სანტიმეტრი გონივრულად არის გამოყენებული.

mshoblebi

მეორე სართულზე საძინებელია ორადგილიანი საწოლით. მეორე მხარეს – მინიატიურული სასტუმრო ოთახი.

mshoblebi

სააბაზანო ოთახი თანამედროვე საკანალაზიცაიო სისტემით არის აღჭურვილი. ბუნებრივია, სახლში საშხაპეცაა.

სახლის კიდევ ერთი თავისებურება – ის ბორბლებზეა და წყვილს სახლთან ერთად შეუძლია მოგზაურობა. mshoblebiამ სახლის შემხედვარე ხვდები, რომ კომფორტისა და ბედნიერებისთვის თურმე 20 კვადრატული მეტრიც საკმარისია. მორისონები ამბობენ, რომ ამ სახლის აგების შემდეგ მიხვდნენ – ბედნიერება არ არის ფუფუნებაში.

ასევე იხილეთ: საოცნებო სახლი, რომელიც შვილიშვილებს ბებია-პაპამ აუგო

ჭკვიანური დიზაინი პატარა სახლისთვის