გუშინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საყვარელ ქალს ხელი საჯაროდ სთხოვა. ვიდეო 22 წლის სპორტსმენმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეო, რომელშიც ხელის თხოვნაა გადაღებული, ჩანს, რომ გოგონა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეშია, სადაც მოულოდნელად მამარდაშვილი შედის, ქალს ყვავილების თაიგულს მიართმევს და შემდეგ ცოლობას სთხოვს.
ფეხბურთელის ჟღალთმიანი რჩეული ელენე ეპიტაშვილია. გოგონა "აისიმოდელის“ მოდელია, რომელიც ორი წლის წინ, ნოდიკო ტატიშვილმა თავის კლიპში გადაიღო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები