6 წლის ნიკე ჩაჩანიძეს უამრავი ადამიანი იცნობს. მისი სახალისო ვიდეოები, სადაც სხარტად საუბრობს და სხვადასხვა თემაზე საკუთარ აზრს აფიქსირებს, ათასობით ნახვასა და გაზიარებას აგროვებს. უამრავ თბილ კომენტარსაც იღებს და უკვე ქუჩაშიც ბევრი ადამიანი ცნობს. ნიკეს დედა ხატია ფარსმანაშვილი გვიყვება, რა ხდება ხოლმე ვიდეოების გადაღების ინსპირაცია და როგორია მისი შვილის ყოველდღიურობა:
- ყოველდღიურობაში, როცა რაღაც არ მოსწონს და აღელვებს, მე მესაუბრება. ამას ისე სახალისოდ აკეთებს, ისე ემოციურად გამოხატავს თავის აზრს, რომ ვიდეოებს ვიღებთ და სხვებსაც ვუზიარებთ. მაგალითად, იმ ვიდეოს, სადაც მშობლებს ურჩევს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ საკუთარ შვილებთან, წინაპირობა ჰქონდა - ჩემთან ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. საკუთარი წესები შეადგინა, ჯერ მე გამიზიარა, შემდეგ კი ვიდეო გადავიღეთ და უამრავ ადამიანს მოეწონა.
- ძალიან მოსწონს. რა თქმა უნდა, ვიდეოებს ყოველთვის მაშინ ვიღებთ, როცა თავად სურს და ამით ბედნიერია.
- ნიკეს უკვე ბევრი ადამიანი ცნობს, ქუჩაშიც სთხოვენ ხოლმე, რომ ფოტო გადაიღონ და ეს მოსწონს. ხშირად ინტერესდება, რას წერენ მის ვიდეოებზე და ამდენ თბილ სიტყვას რომ იღებს, ძალიან ბედნიერია. ნიკეს დამოუკიდებლად კითხვაც შეუძლია. იშვიათად ვაძლევ უფლებას, რომ სოციალურ ქსელში კომენტარები წაიკითხოს, მაგრამ როცა ბევრ გულს ხედავს, ძალიან ბედნიერია.
- ნიკე ძალიან თბილი და მზრუნველი ბავშვია. თავისი ძმა განსაკუთრებულად უყვარს. ჩემი მეორე შვილი 9 თვისაა. დილით რომ გაიღვიძებს, მაშინვე მასთან მიდის, გვერდით უწვება და ეთამაშება. ძალიან უფრთხილდება, რომ რაიმე პირში არ ჩაიდოს, არაფერი იტკინოს. ბავშვებთან ერთად ყოფნა უყვარს, მხიარულია და მოსწონს, როდესაც ყურადღების ცენტრშია.
- არა, სკოლაში ჯერ არ დადის. თეატრსა და მუსიკაზე დადის და ეს ძალიან მოსწონს.
- პატარა ასაკიდანვე ისეთ სათამაშოებს, წიგნებს, კომიქსებს ვყიდულობდით, კითხვის სწავლით თავად დაინტერესდა და ძალიან მონდომებული იყო. მისი საყვარელი კომიქსი "დოგმენია", რომლის სამივე ნაწილიც დამოუკიდებლად წაიკითხა და ახლა მეოთხეს ელოდება.
თამარ იაკობაშვილი