ზაფხული ყველა ბავშვისთვის დიდი სიხარულია: მთელი დღე სუფთა ჰაერზე გართობა, ბანაობა, ველოსიპედის ტარება... მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის არდადეგები ტრავმების სეზონად იქცევა ხოლმე. საუბარი მსუბუქ ტრავმებზეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია, ბავშვი დაცული იყოს მათგან.
ყველაზე ხშირად დაწყებითი კლასების მოსწავლეები შავდებიან, რადგან ამ ასაკში ბავშვები ყველაზე აქტიურები არიან და საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობენ თავს.
საზაფხულო ტრავმებს შორის ყველაზე ხშირია დაბეჟილობები, ამოვარდნილობა, დაჭიმულობა, ზედაპირული ჭრილობები - ვარდებიან ველოსიპედიდან, სკუტერიდან, გორგოლაჭებიდან, ელექტრო სკუტერებიდან.
უპირველეს ყოვლისა, ტრავმების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
სახის ტრავმა. ზაფხულში ბავშვები ხშირად იტეხენ ცხვირს. პირველ რიგში, ასწავლეთ თქვენს შვილს:
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ სახის ტრავმას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
ხელების მოტეხილობები და ამოვარდნილობები. ბავშვები წაქცევისას ხშირად იზიანებენ მაჯას, წინამხარს და იდაყვს. ეს ადგილები განსაკუთრებით დაუცველია კალათბურთის, ველოსიპედზე სეირნობის და სკეიტბორდზე თამაშის დროს. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ეჭვი გაქვთ მოტეხილობაზე შემდეგი სიმპტომებით:
თავის დაზიანება.ჩვევად უნდა იქცეს ჩაფხუტის ტარება ველოსიპედით, გორგოლაჭებით ან სკეიტბორდით ქროლვის დროს. დარწმუნდით, რომ ჩაფხუტი მჭიდროდ ერგება ბავშვს თავზე და სწორად არის დამაგრებული.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თავის ტრავმის შემდეგ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოჩნდება:
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეზოში სათამაშო მოედნებიც საფრთხის ზონაა. განსაკუთრებით, საქანელები. ამიტომ, წინასწარ გააფრთხილეთ ბავშვი, რომ:
სხვა საშიში ადგილებია: წყალსაცავები, გზები, სახურავები, სამრეწველო ზონები და ტყის პარკები. ამ ადგილებში ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა თამაშობდნენ, სეზონის მიუხედავად.
გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში ბავშვების დაზიანებებისგან დაცვა მხოლოდ მოზრდილებს შეუძლიათ! ეს მოიცავს ეზოების მოწყობას, არასაჭირო ნივთების დროულ გატანას, სანიაღვრე ჭების საფარების მონიტორინგს, საბავშვო და სათამაშო მოედნების სათანადო აღჭურვილობას. ბავშვებს უნდა ასწავლონ საგზაო წესები. საწარმოო ობიექტები კი მათთვის მიუწვდომელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მშობლები ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხოების წესებზე.