"არ დაასხათ ადუღებული წყალი" - როგორ უნდა დალიოთ ხსნადი ყავა - მშობლები

"არ დაასხათ ადუღებული წყალი" - როგორ უნდა დალიოთ ხსნადი ყავა

2023-07-12 23:59:11+04:00

კოფეინი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სტიმულატორია, ყავა კი მისი მთავარი წყაროა. თუმცა ხსნადი ყავა შეიცავს ოდნავ ნაკლებ კოფეინს. ფინჯანი ხსნადი ყავა (ერთი ჩაის კოვზი ფხვნილით) შეიძლება შეიცავდეს 30-დან 90 მილიგრამამდე კოფეინს. როცა ერთი ფინჯანი ჩვეულებრივი ყავა 70-დან 140 მილიგრამამდე კოფეინს შეიცავს. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული მგრძნობელობა კოფეინის მიმართ, ამიტომ ხსნადი ყავა შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი მათთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით სტიმულატორების შემცირება სჭირდება.

რატომ არის ძალიან ბევრი კოფეინი საშიში? რას იწვევს ჭარბი კოფეინი:

  • შფოთვა;
  • ძილის დარღვევა;
  • გულის რიტმის აჩქარება.

შეიძლება თუ არა ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშრალ ფხვნილს კოვზით შეჭამთ. აკრილამიდი გვხვდება როგორც ხსნად, ისე ჩვეულებრივ ყავაში. ეს არის პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ყავის მარცვლის მოხალვისას.

განაგრძეთ კითხვა