მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ცნობილია ის, რომ მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა.
მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა, სხვადასხვა ქალთან ურთიერთობიდან. მარიკუნა მიქატაძე, მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა.
"გიას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ერთია ზეიმის, გასტროლებისა და ბედნიერების პერიოდი და მეორე - ტრაგედიის შემდგომი ცხოვრება" - ჰყვებოდა წლების წინ "ფანტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს უბედური შემთხვევა იყო. ერთ-ერთ გასტროლზე გიას ვიღაცამ კალმისტარი აჩუქა, რომელიც ტყვიას ისროდა. პატარა იყო, მაგრამ საშინლად დიდი ხმა ჰქონდა. გეკოს 5-მილიმეტრიანი ტყვია კაცს არ კლავს, მაგრამ ირინას ისეთ ადგილას მოხვდა, რომ ვერ გადარჩა.იმ დღეს ჩემი ძმა სახლში ძალიან გვიან, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა. ირინამ გვიან მოსვლის გამო უსაყვედურა და გია, როგორც სჩვეოდა, ჩაეხუტა, მოეფერა და გაბრაზება გაუქარწყლა. მერე ორივე სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. ირინამ ყავა დაასხა და გიას წინ დაჯდა. ამ დროს ჩემმა ძმამ პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. სიგარეტთან ერთად ედო ის კალმისტარიც და მოხდა მოულოდნელი გასროლა. ტყვიამ აორტაში გაიარა და ცოლი ხელში ჩააკვდა. საუბედუროდ, კალმისტარი შეყენებული იყო...ჩემი ძმა სახლისკენ რომ მოდიოდა, რაღაც მთვრალ კამპანიას გადაყრია ეზოსთან და ყოველი შემთხვევისთვის, შეუყენებია - რამე რომ ყოფილიყო, ჰაერში ვისროდი და თავს დამანებებდნენო.ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საბედისწერო გამოდგა..." - ჰყვებოდა ილია ფერაძე. განაგრძეთ კითხვა