3 ლაქა, რომლის ამოყვანაც ჩვენი მშობლების თაობისთვის შეუძლებელი იყო და როგორ გავუმკლავდეთ მათ ახლა - მშობლები

3 ლაქა, რომლის ამოყვანაც ჩვენი მშობლების თაობისთვის შეუძლებელი იყო და როგორ გავუმკლავდეთ მათ ახლა

2023-07-18 10:26:50+04:00

ბავშვობაში რამდენი საყვარელი სამოსი ვეღარ ჩაგიცვამთ ჩამჯდარი ლაქის გამო, რომლის ამოყვანაც დედამ ვერაფრით შეძლო? თანაც რაც უფრო დრო გადიოდა, ასეთი ლაქის მოშორება უფრო რთულდებოდა და ყველაზე ეფექტური სარეცხი საშუალებებიც კი უძლური იყო.

რისი ამოყვანა იყო თითქმის შეუძლებელი ჩვენს ბავშვობაში და არსებობს თუ არა მათ მოსაცილებლად ეფექტური საშუალებები ახლა?

  • მელანი

წლების წინ მელნის ქსოვილზე მოხვედრა საყვარელ ნივთთან დამშვიდობებას უდრიდა. მელნის ლაქის მოსაცილებლად ჩვენი მშობლები სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ, იქნებოდა ეს სპირტი, ძმარი, ჭურჭლის სარეცხი სითხე თუ სხვა ბუნებრივი საშუალებები. ლაქის ამოყვანის პროცესი დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, სასურველი შედეგის მიღწევა კი თითქმის შეუძლებელი იყო. თანაც ხშირი რეცხვისგან და ძლიერი ნივთიერებებისგან ქსოვილიც ზიანდებოდა.

მარტივად შეგვიძლია თუ არა მელნის ან მარკერის ლაქის ამოყვანა დღეს? - მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრი ჩვენგანისთვის მაინც გამოწვევად რჩება, შეუსრულებელი მისია ნამდვილად არ არის, რადგან არსებობს სპეციალურად რთული ლაქებისთვის შექმნილი გერმანული ხარისხის ლაქის ამომყვანი საშუალებები, რომლებიც საყვარელი ნივთების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

როგორ შევარჩიოთ ასეთი ლაქის ამომყვანი საშუალება და როგორ მოვაცილოთ მელნის ან მარკერის ლაქა მისი მეშვეობით?

შეიძლება ლაქის ამომყვანი საშუალება ერთი მხრივ ეფექტური იყოს, მაგრამ მეორე მხრივ აზიანებდეს ქსოვილს, განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს დელიკატურ ქსოვილებთან. ასეთი საშუალებები ლაქის ადგილს ახუნებს ან მატერიას სრულად აზიანებს. ამის ნაცვლად გირჩევთ, გამოიყენოთ სპეციალურად მელნისა და მარკერებისთვის შექმნილი ლაქების ამომყვანი გერმანული ბრენდი, რომელიც Dr. Beckmann-ის სახელით არის ცნობილი და იდეალურად, დაზიანების გარეშე ასუფთავებს ქსოვილს ლაქებისგან.

ლაქების ამომყვანის გამოყენების წესი: დაასველეთ დალაქავებული ადგილი, დაასხით რამდენიმე წვეთი ლაქის ამომყვანი საშუალება და დაელოდეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ კი ამორეცხეთ თბილი წყლით.

361714501-590253313282679-3533847147937441319-n-1689684890.png

გაითვალისწინეთ ქსოვილის იარლიყზე დატანილი წყლის ტემპერატურა და რეცხვის რეჟიმი.

  • ცხიმი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე „ჯიუტი“ ლაქა, რომლის ამოყვანასაც ყველაზე ძლიერი ქიმიური ნივთიერებებითაც კი ვერ ვახერხებდით. ცხიმის ამოსაყვანად ჩვენს ბავშვობაში ბენზინსა და აცეტონსაც კი იყენებდნენ ხოლმე, თუმცა ორივე საშუალება ქსოვილს აზიანებდა და გამოუსადეგარს ხდიდა.

თუ გვსურს, ეს ურთულესი ლაქაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამოვიყვანოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორც მელნის ლაქის ამოყვანის შემთხვევაში, უნდა მივყვეთ ინსტრუქციას და გამოვიყენოთ სპეციალურად ცხიმისა და სოუსებისთვის განკუთვნილი Dr. Beckmann-ის გერმანული ლაქის ამომყვანი საშუალება.

356757167-745553150677176-5315932549660118857-n-1689662159.png

ეს პროდუქტი საუკეთესო არჩევანია ბავშვის ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად, რადგან ცნობილია უსაფრთხო ფორმულით და რაც მთავარია, არ აზიანებს ქსოვილს.

  • ბალახის ლაქა

მართლაც არასასიამოვნოა, როცა ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბავშვის გარდერობის ნაწილი გასაახლებელია, რადგან ბალახის ლაქების ამოყვანა დაუძლეველ ამოცანად გვესახება.

თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი მშობლების თაობა ჭურჭლის სარეცხ ჟელეს მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ, ჩვენ შეგვიძლია, ბალახის ლაქა Dr. Beckmann-ის ლაქის ამომყვანის ფორმულის წყალობით სულ რაღაც 15 წუთში მოვაცილოთ.

ლაქის ამოყვანის ინსტრუქცია: დაალბეთ დალაქავებული ადგილი ლაქის ამომყვან საშუალებაში და დატოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ მხოლოდ აღნიშნული წერტილი საფუძვლიანად გაასუფთავეთ ტექსტილის სხვა ქსოვილით და ლაქის სრულად ამოყვანის შემდეგ მთლიანად გარეცხეთ ნივთი.

356682331-1419282218858762-8449663870285745638-n-1689662223.png

აღნიშნული საშუალება ასევე ეფექტურია კოსმეტიკისა და მიწის ლაქების ამოსაყვანად.

რთულ ლაქებში ასევე შედის ღვინის, შოკოლადის, სისხლის, ყავისა და ჟანგის ლაქებიც, თუმცა მათთან გამკლავება ჩამოთვლილი თანამედროვე ფორმულების მეშვეობით უკვე შესაძლებელია.

გასათვალისწინებელია, რომ ლაქების ამომყვანის გამოყენებამდე უნდა გავეცნოთ, კონკრეტულად რა სახის ქსოვილებისთვის არის ის რეკომენდებული, რათა საყვარელი ნივთი არ დავაზიანოთ.

R