მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს ენი გასიევას დაშორდა, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ენი "ოფენ ეარზე“ ახალგარზდა კაცს მკერდზე კოცნიდა. მალევე ლენუკა ყიფშიძემ განმარტა, რომ ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა.
მართალია ენიმ უკვე ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ბოლო დროს ის და გიორგი ერთმანეთს ვერ უგებდნენ და დაშორების მიზეზიც ეს იყო, მაგრამ გუშინ გავრცელდა ია ფარულავას გადაცემის ანონსი, რომელშიც ქალი ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკობს.
ენი გადაცემაში ამბობს, რომ ამჟამად დაქალთან ცხოვრობს, სადაც შვილების მიყვანას ვერ ახერხებს. განაგრძეთ კითხვა