ახლახან ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული სერიალი - "ცვალებადი ნიშნები" გამოჩნდა, რომელიც სტუდენტების ცხოვრების, მათი თავგადასავლების შესახებ გვიყვება. გამოცდილ და ახალბედა მსახიობებთან ერთად, სერიალში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილებიც მონაწილეობენ, მათ შორის - ნატალია ყიფშიძეც... "ცვალებადი ნიშნების" პირველივე ეპიზოდი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რის შესახებაც ნატალიამ ჟურნალთან "გზა" გულახდილად ისაუბრა...
- სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" - წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და კასტინგზე მისვლა მთხოვეს. რეჟისორს - სოსო ბლიაძეს და კასტინგის დირექტორს - გიორგი წერეთელს შევხვდი და სერიალის შესახებ ვისაუბრეთ... ძალიან დავინტერესდი. შემდეგ კასტინგებზე სხვადასხვა მსახიობთან ერთად დავდიოდი - სინჯებს ვიღებდით, ერთმანეთს როგორ "მოვერგებოდით". საბოლოოდ გავიგე, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან - ლიტუკა თავაძესთან ერთად უნდა მეთამაშა. გამიხარდა. იმ დროს გავიცანი მარიამ იაკობაშვილი და მასაც იმ დღესვე დავუმეგობრდით... ჩვენ სამნი სერიალში ერთად ვთამაშობთ. მგონი, პროდუქტს ეტყობა, რომ მთელი შემოქმედებითი გუნდი ერთ ოჯახად შეიკრა, ერთმანეთის მიმართ ყველას მეგობრული დამოკიდებულება აქვს.
- ვნახე და ბევრი შეცდომა დავინახე. პროფესიონალი მსახიობი არ ვარ და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი, როცა სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს. იმ მიზეზით დავთანხმდი, რომ მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი - რატომ. ალბათ იმიტომ, რომ გადასაღებ მოედანზე გავიზარდე. ჩემთვის ეს სფერო ძალიან სახალისო იყო, მაგრამ ამასთანავე, სულ ვიწერდი... ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა სადიპლომოზე ვმუშაობ, უნივერსიტეტში სწავლას ვასრულებ... სწავლის პროცესში გავიაზრე, რომ რეალურად, გადასაღებ მოედანზე მუშაობა მსახიობის ამპლუაში კი არ მინდოდა, არამედ - კამერის უკან ყოფნა მსურდა. სცენარების წერა დავიწყე... როცა გავიგე, რომ "ცვალებად ნიშნებში" სამსახიობო გამოცდილების მიღების საშუალება მქონდა, დავთანხმდი, რადგან რაც შეიძლება, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვინანო, ისაა, რომ რისი ცდაც მინდოდა, არ ვცადე... გადასაღებ მოედანზე ყოფნა გამიმარტივდა, რადგან საერთოდ, კამერის წინ ყველანაირი ნერვიულობა და სტრესი მიქრება, რეპეტიციაზე კი პირიქით, ვითიშები. ასეთი უცნაურობა მჭირს... როცა კამერები ჩაირთვება, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვხდები... ჩვენი რეჟისორი - ბატონი სოსო ძალიან მეგობრულია. მსახიობებთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ნერვიულობა გვიქრება. მთელი გუნდი მხარში გვიდგას... სერიალის პრემიერაზე ყოფნისას ვფიქრობდი, რომ რაღაც არ მომწონდა. შემდეგ, სახლში სერიას ხელახლა ვუყურე და რაღაცები დავინახე, რისი გამოსწორების სურვილიც გამიჩნდა. გადაღებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ვფიქრობ, გამოვასწორებ. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ვცადე. ერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, ჩემი სამსახური ყოველთვის გადასაღები მოედანი იქნება: რეჟისორის, მსახიობის თუ "ფროდაქშენის" სხვა წევრის ამპლუაში...
- ზურას აზრი ჯერ არ ვიცი - ძალიან მაინტერესებს. ამჟამად, ახალ სპექტაკლზე მუშაობს და საუბარი არ გამოგვივიდა. ალბათ, სპექტაკლის პრემიერის მერე დავსხდებით, სერიალს ერთად ვუყურებთ და ნამდვილ აზრს გავიგებ. მამას რაც შეეხება, საერთოდ, ის ძალიან გულახდილია. თუკი რამე არ მოეწონება, ნებისმიერ შემთხვევაში მეტყვის, - არ მომწონსო. პრემიერაზე ჩემ გვერდით რომ იჯდა, ძალიან ვნერვიულობდი. როცა სერია დასრულდა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა. გამიკვირდა, რადგან როგორც აღვნიშნე, თავად რაღაცები არ მომეწონა. როცა ვისაუბრეთ და მამის აზრი მოვისმინე, მესიამოვნა... დედაჩემსაც მოეწონა, რომელიც პრემიერის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. წარმატებისა თუ ცუდი პერიოდის დროს დედა ყოველთვის მხარში მიდგას. ამიტომ განვიცდიდი, რომ პრემიერის დღეს ჩემთან არ იყო. თუმცა, ოჯახის წევრები: ბებია, დეიდა წამომყვნენ და ამან გამაძლიერა... საბოლოო ჯამში, მაინც ისეთ სერიებს ველოდები, რომლებშიც ჩემი პერსონაჟი ვითარდება. იქ უფრო გამოჩნდება, დაკისრებული საქმე გამომდის თუ არა. პირველ სერიაში თითქოს სამი გოგონა 1 ადამიანის როლს ვთამაშობთ. მამას ეს გაუკვირდა. რეალურად, ასე იყო დაგეგმილი: მოგეხსენებათ, სამეგობრო დაჯგუფებები არსებობს. ისინი კონკრეტულ დინებას მიჰყვებიან, რომელიც დაიწესეს. ინდივიდუალიზმს არ აჩენენ. სერიალში ამის ჩვენება გვინდოდა. ახლა ვნახოთ, "ნიღბების მოხსნას" როგორ ვაჩვენებთ...
- ჩემს შემთხვევაში, ეს საკითხი იცვლებოდა: ხან ყველაფერი კარგად იყო, ხან - ბევრი კამათი მოგვდიოდა, მაგრამ ჩემ მიმართ მშობლების დამოკიდებულება მომწონს. განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები დავიმსახურე, რადგან მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, თუ როგორი უნდა ვიყო, როცა გავიზრდები იმ ასაკამდე, რომ მეც ოჯახი შევქმნა. როცა ბავშვი ყველაფერს აკეთებს, რომ ასე ვთქვათ, გაგაგიჟოს, სცენებს დგამს, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მას როგორ მართავ - აქ იკვეთება შენი, როგორც მშობლის ხარისხი. ჩემი მშობლები ჩემგან ტაშს იმსახურებენ... რა თქმა უნდა, ე.წ. გარდატეხის ასაკში ოჯახში ომები მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პროტესტი გამომეცხადებინა, ოღონდ - რის გამო, არავინ იცის. მშობლები ყოველთვის მხარში მედგნენ. მიხსნიდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს საქციელს, თუკი კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამდი. თუ ამას მაინც გავაკეთებდი, მეკითხებოდნენ, - აბა, ამ საქციელიდან რა ისწავლეო? ვსაუბრობდით... რეალურად, ამან ის მომცა, რომ დღეს დამოუკიდებლად ვაზროვნებ, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩემი აზრით, დამღუპველია, როცა ადამიანები საკუთარ აზრს ვერ გამოხატავენ, რაც ბევრ მოზარდს ემართება. ასეთ შემთხვევაში ადვილია, ბრბოს აჰყვე... განაგრძეთ კითხვა