პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცოტა ხნის წინ გახდა პატარა შარლოტას დედა, რომელიც შვეიცარიაში გააჩინა. ბავშვის მამის ვინაობა არ საჯაროვდება.
ხატია პერიოდულად ჩნდება სოციალურ ქსელში. პატარას სახეს არ ასაჯაროებს, თუმცა ჩანს, რომ ძირითადად ბავშვთან ატარებს დროს და არც სცენაზე დაბრუნებას ჩქარობს, მით უმეტეს, რომ ბუნებრივად კვებავს შარლოტას.
ახლახან კი ხატიამ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, პატარა შარლოტასთან ერთად ნაზი ცეკვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ხატია მშობიარობის შემდეგ მალევე ჩადგა ფორმაში და შესანიშნავად გამოიყურება.